x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
კერძო დეტექტივები საქართველოში და მათი საჭიროება... ის, რაც ამ პროფესიაზე არ გსმენიათ

image

ალბათ წარმოუდგენელია და ბევრ თქვენგანს გაუკვირდება კიდეც ისეთი
საქმიანობის და პროფესიის არსებობა საქართველოში, როგორიც - კერძო
დეტექტივია.

ფილმებში ხშირად გვინახავს როგორ ქირაობენ კონკრეტულ პირს
პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გასარკვევად და ფაქტეების
დასაზუსტებლად. ისინი არკვევენ ისეთ დეტალებს რაც ჩვეულებრივი
ადამიანისთვის ძნელი გასარკვევია, იყენებენ სხვადასხვა საშუალებას,
უღებენ ფოტოებს, ვიდეოს, აკეთებენ ხმოვან ჩანაწერებს.

თითქოს ეს ხდება მხოლოდ ფილმებში და არა რეალობაში და ან თუ ხდება
საქართველოში არა... მაგრამ თუ თქვენც ასე ფიქრობთ ძალიან ცდებით,
რადგან თქვენს გარშემოც შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ დროს ისეთი
პიროვნება, რომელიც დაქირავებულია და კონკრეტულ საქმეს ემსახურება. თქვენ
თავადაც შესაძლოა გახდეთ ერთ დღეს თვალთვალის ობიექტი.

საქართველოში კერძო დეტექტივს ძირითადად პირადი ურთიერთობის გასარკვევად
მიმართავენ, ეს შეიძლება იყოს არამარტო დაეჭვებული მეუღლე არამედ მამა ან
ძმა.

ქვეყანაში, სადაც პირველი "გამომძიებელი " მეზობელია, რომელიც გამადიდებელი
ლუპით გიყურებს საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, მაინც არსებობენ კერძო დეტექტივები
და სააგენტო, სადაც დეტექტივების უმეტესობა ქალია...

სააგენტოს წარმომადგენლები არ არიან იურისტები, მაგრამ აქვთ ყველა ის
უნარი, თვისება და შესაძლებლობა რაც ასეთი ტიპის საქმისთვისაა საჭირო, პირველ რიგში ინტუიცია.

შეკვეთის მიღება ხდება გარკვეული ხელშეკრულების საფუძველზე, შეკვეთის
განხორციელება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ სათვალთვალო ობიექტთან
დამკვეთს რაიმე ნათესაური კავშირი აქვს.

image

არსებობს სიცრუის დეტექტორი, რომელიც გამოძიების მომენტში ეხმარებათ.
მომსახურებაში შედის დევნა-თვალთვალი და ხშირად კამერას ამონტაჟებენ,
მაგრამ ეს ხდება მხოლოდ დამკვეთის კერძო საკუთრებაში, სხვა ტერიტორიაზე
დაუშვებელია.

ამ სპეციფიკურ საქმიანობას სჭირდება კარგი კამერა, ფარული ხმის ჩამწერი,
მისამაგრებელი აპარატურა...

საინტერესოა კითხვა და არის კი ეს საქმიანობა კანონიერი??? აქვთ კი უფლება?
ან ხომ არ ითვლება ეს, კონკრეტული ობიექტის უფლებების დარღვევად.

არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს სააგენტოს უფლებებს.
საქართველოში ეს საქმე არ არის ლიცენზირებული, როგორც ევროპის უმეტეს
ქვეყანაშია, მაგრამ არ არსებობს კანონი, რომელიც ამას აკრძალავს. შესაბამისად
სააგენტო ფუნქციონირებს და არის კიდეც სხვადასხვა სახის შეკვეთა.

ბევრ უცნაურ და ექსტრემალურ სიტუაციასთან ერთად არის დრამატული
შემთხვევებიც, ერთი თვით საზღვარგარეთ წასულმა ქალბატონმა დეტექტივი სწორედამ პერიოდის გასაკონტოლებლად დაიქირავა.

სახლში დამონტაჟებული თვალით და დეტექტივების ფოტომასალით აღმოაჩინა, რომ ქმარს ჰყავდა ერთდროულად სამი საყვარელი -ცოლის და, დაქალი და მეზობელი.


დრამატულ ამბავთან ერთად უცნაური ისაა, რომ ეს ყველაფერი საქართველოში
და ჩვენ რეალობაში ხდება... სააგენტო განაგრძობს მუშაობას და ასეთი
შემთხვევა შესაძლოა ბევრი არა, მაგრამ გარკვეული მრავალფეროვნება მაინც ექნებათ.





















0
207
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0