x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დასახელდა ყველა დროის ყველაზე მდიდარი სპორტსმენები
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა დაასახელა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები, რეიტინგში მოხვდნენ კალათბურთის, გოლფის, ფეხბურთის და ავტორბოლის ვარსკვლავები.


რეიტინგს სათავეში მოექცა NBA-ს ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, მისი შემოსავალი 1, 85 მილიარდი დოლარია, ლეგენდარულ კალათბურთელს დადებული აქვს კონტრაქტი ისეთ ცნობილ კომპანიებთან როგორებიცაა: Nike(1984 წელს დაამზადა მისი სახელობის სპორტული ფეხსაცმელი Air Jordan), აგრეთვე Gatorade, Upper Deck და Hanes-ი.

image

მეორე პოზიციაზე გავიდა ტაიგერ ვუდსი, ამერიკელი გოლფის მოთამაშე "მაიჯორის" 14 გზის ჩემპიონია, მისი შემოსავალი 1, 7 მილიარდი დოლარია.თამაშის გარდა, ქონება გააორმაგა მრავალრიცხოვანი სარეკლამო კონტრაქტების წყალობით.



image


მესამე საპატიო ადგილი ისევ გოლფისტმა, 60-70 წლების ვარსკვლავმა არნოლდ პალმერმა დაიკავა, გოლფის გარდა ის იყო ტელეწამყვანი, მსახიობი და მწერალი.შემოსავალი 1, 4 მილიარდი $

image

შემდეგი ისევ გოლფის მოთამაშე ჯეკ ნიკლაუსი მოდის(1, 2 მილიარდი$), მეხუთე ადგილი სახელგანთქმულ გერმანელ ავტომრბოლელს მიხაელ შუმახერს ერგო(1 მილიარდი$)რაც შეეხება ფეხბურთელებს, ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა დევიდ ბეკჰემი(800 მილიონი$)რომელმაც – კრიშტიანუ რონალდუს(მე-12 ადგილი-725 მილიონი) და ლიონელ მესის(მე-16 ადგილი-600 მილიონი) გაასწრო, მიუხედავად იმისა, რომ ბეკჰემი არც ევროპის და არც მსოფლიო ჩემპიონი არასდროს ყოფილა.

ესეც პირველი ათეულის სრული სია:

1. მაიკ ჯორდანი (კალათბურთი) – 1.85 მილიარდი$

2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 1.7 მილიარდი$

3. არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1.4 მილიარდი$

4. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1, 2 მილიარდი$

5. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) – 1 მილიარდი$

6. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 815 მილიონი$

7. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 800 მილიონი$

8. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 800 მილიონი$

9. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 785 მილიონი$

10. შაკილ ო’ნილი (კალათბურთი) – 735 მილიონი$

image

სხვა სიახლეები

0
142
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0