x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რჩევა: რა არის საჭირო, ღვინის სუფრასთან მიტანის წინ, რომ მან თავი სრულად წარმოაჩინოს?

image

image
უპირველეს ყოვლისა, შეძენის შემდეგ, ღვინო სათანადოდ უნდა შევინახოთ, ანუ გარკვეული წესების დაცვით. ეს სასმელი ძალიან პრეტენზიულია და შესაბამისი პირობების დაუცველობის შემთხვევაში, «გაჯიუტება» იცის. იმისთვის რომ მისი, ბუკეტი* სრულად გაიხსნას, ჰაერის შესაფერისი სინოტივის და ტემპერატურის დაცვით უნდა ინახებოდეს. სახლის პირობებში, ღვინისთვის საუკეთესო ადგილი სარდაფი არის.

image

სარდაფიდან ღვინო ფრთხილად უნდა ამოიტანოთ და ასევე ფრთხილად უნდა გადაასხათ გრაფინში. მაგრამ, ბოლომდე არა, ბოთლში ცოტა უნდა დატოვოთ, რომ ღვინის ნალექი არ გადააყოლოთ. აქვე უნდა აღინიშნის, რომ ღვინოს გრაფინში გადასხმისა, სუნთქვის საშუალება ეძლევა და ეს უფრო არომატულს ხდის სასმელს. გარდა ამისა, ღვინოში არსებული ტანინის შერბილებაც ხდება, რაც მას უფრო გემრიელს ხდის. დარგის სპეციალისტები, ღვინის გრაფინში გადატანის პროცესს დეკანტირებას ეძახიან და განასხვავებენ ორი სახის დეკანტერს: 5 წლამდე ასაკის ღვინოებისთვის, დეკანტერი განიერი ძირით და ვიწრო ყელით უნდა იყოს, ხოლო უფრო ძველი ღვინოებისთვის — ვიწრო ყელით და სფეროსებური ქვედა ნაწილით.

image


როგორც წესი, სუფრაზე თეთრი ღვინო ცივი მიაქვთ, წითელი – ოთახის ტემპერატურის. ღვინის ტემპერატურა პირდაპირ კავშირშია მის მიერ არომატული ნივთიერებების გამოყოფასთან და ამიტომ, ღვინის სუფრაზე მიტანამდე, საჭიროა მისი დაყენება საჭირო ტემპერატურაზე. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ისე ხდება, რომ თეთრი ღვინო საჭიროზე მეტად არის გაციებული, წითელი კი – საჭიროზე მეტად გამთბარი.

სინამდვილეში, თეთრი ღვინო მართლაც უფრო კარგად წარმოაჩენს თავის თვისებებს ცივი სახით, მაგრამ მისი არომატი სრულად რომ გაიხსნას, ტემპერატურა 7-8 °C უნდა იყოს ანუ მისი გაციება მაცივარში, საყინულიდან ყველაზე შორს მდებარე თაროზე უნდა მოხდეს. რაც შეეხება წითელ ღვინოს, რომელიც ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, აქ 15—16 °С ტემპერატურა იგულისხმება და არა 20-25 °С გრადუსი.


ბუკეტი* – ზოგიერთი პროდუქტის (მაგ., ჩაის, ღვინის, თამბაქოს) სხვადასხვა ხარისხისათვის დამახასიათებელი გემოსა და სურნელების ერთობლიობა (უცხო სიტყვათა ლექსიკონი).


P. S. სამწუხაროდ, დღეს, კარგი ღვინის სინონიმად – ძვირიანი ღვინო ითვლება. მაგრამ, მიუხედავად ამ ფართოდ გავრცელებული მოსაზრებისა, კარგი ღვინის შეძენა მისაღები ფასებშიც შეიძლება. ღვინის ფასზე, ძირითადად, ზეგავლენას ისეთი კრიტერიუმები ახდენს, როგორიცაა: ყურძნის ჯიში; წარმოების მეთოდი; აქვს, თუ არა ღვინის მწარმოებელ კომპანიას საკუთარი ვენახები; მონაწილეობა მიღებული გამოფენებში და პრიზები. ასე, რომ, ერთ რეგიონში მდებარე ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები, რომლებიც ერთი ვენახიდან მიღებული ყურძნით ქმნიან პროდუქციას, შეიძლება ფასით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

1
152
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
152
  
2017, 21 დეკემბერი, 12:04
სწორია ლალი..რაც პოსტკრიპტუმში დაწერე
0 1 1