x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გამოაცხვეთ უგემრიელესი ლობიანი და გააოცეთ ოჯახის წევრები ბარბარობის დღესასწაულზე!
მოდის ბარბარობის დღესასწაული და ტრადიციულად ყველა ოჯახში მზადდება ლობიანები. წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს ტრადიციული ქართული ლობიანის მოსამზადებლად.image
ინგრედიენტები ცომისთვის:

1 კგ ხორბლის ფქვილი

600 მლ წყალი

1 ჩ/კ შაქარი


15 გრ საფუარი

50 მლ ზეთი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

700 გრ ლობიო

1 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

მარილი პილპილი

ცომის მოსამზადებლად ნელ-თბილ წყალში გახსენით შაქარი, საფუარი და მარილი. გავაჩეროთ 15 წუთით და შემდეგ გადავზილოთ ფქვილში ერთი მიმართულებით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ მოვასხათ ზეთი და კიდევ გადავზილოთ. შემდეგ ზემოდან გადავუსვათ ზეთი და გავაჩეროთ ცომი 1 საათით. როცა ამოფუვდება კიდევ ერთხელ გადავზილოთ და დავაყოვნოთ 15 წუთით. imageწინა ღამით წყალში დამბალი ლობიო მოვხარშოთ. შემდეგ გადავწუროთ და ამოვჭყლიტოთ. ტაფაში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი, მოვათავსოთ ჯამში ლობიოსთან, პილპილთან და მარილთან ერთად. ( თუ მარხვაზე არ ხართ დაუმატეთ ღორის ქონი, ძალიან უხდება).image
ბოლოს, ცომი დავყოთ 100 გრამიან გუნდებად. ცომის გუნდა გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ შიგთავსი. მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ ტაფაზე ან ღუმელში (200 გრადუს ტემპერატურაზე).image

გემრიელად მიირთვით! გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!image

0
235
6-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0