x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია-"ისე ნუ გამოგყავთ, თითქოს ამ საშობაო კლიპზე უარესი თქვენს მოცარტულ ყურებს არა მოესმინოთ რა!"
image

ცოტნე გამსახურდია ბერა ივანიშვილის ახალ საშობაო კლიპს სოციალური ქსელით ეხმაურება, რომელიც ახლახან გავრცელდა ინტერნეტში, სიმღერა წარმოადგენს მიქსს, რომელიც რამდენიმე უცხოური საშობაო სიმღერისგან შედგება და ბოლოს ქართული "ალილოთი" მთავრდება.



ინტერნეტმომხარებლების დიდი ნაწილი აკრიტიკებს ბერას და აღნიშავს, რომ მამის მეოხებით გახდა ცნობილი..


კომენტარი:"ბერა რომ ვარგოდეს დიდი ხნის წინ იქნებოდა საქართველოს მასშტაბებს გაცდენილი. რესურსი აქვს. ამერიკელ შოუ ვარსკვლავებთან ბავშობიდან ძმაკაცობს, სურათები აქვს მათთან ყოველშემთხვევაში. ოცნების პროპაგანდა მუზიკებს რომ აკეთებს, მაგიტომ დასცინიან. პ.ს. მაგაზე ყველას დასცინებდნენ, თვით მოცარტსაც კი."



image

"ხალხო! მდიდარს და ხელისუფალს ჩემი დაცვა არ სჭირდება, ასე ვფიქრობ მე. ამქვეყნად და ამ ქვეყანაში დასაცავი და დასახმარებელი ისედაც საკმარისზე მეტია, თუ მაინცდამაინც არსენა მარაბდელი ხარ!

მაგრამ ასევე დიდი სულმდაბლობა მგონია ბერას და მისი სიმღერების კრიტიკა იმიტომ და იმ ელფერით, რომ მამამისის შვილია! საერთოდ, ტეხავს მამების ცუდის შვილებზე პროეცირება. და კარგისაც, ჩემი აზრით. ამიტომ არასდროს მქონია მამაჩემის დამსახურებებსა თუ დივიდენდებზე პრეტენზია, სხვათა შორის. დიდები ხართ უკვე და კი უნდა ხვდებოდეთ.

ჰო, ნაციონალების ადგილას, ნინა წკრიალაშვილის და გოგა ხაჩიძის პატრონი ნიჭზე არ ვილაპარაკებდი. ისე ნუ გამოგყავთ, თითქოს ამ საშობაო კლიპზე უარესი თქვენს მოცარტულ ყურებს არა მოესმინოთ რა!

პ.ს. ასევე აუტანელია ბერას წინაშე მინისტრების და ობერქოცების ლაქუცი და ლიქნა, მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა."-წერს გამსახურდია.





1
523
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
523
  
2017, 18 დეკემბერი, 13:05
მოდით ვთქვათ სიმართლე–როგორც ამბობენ ძალიან კარგი ახალგაზრდაა ბერა, მაგრამ მისი დიქსიის და ხმის პატრონის საქმე არაა სიმღერა...
0 1 1