x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორი იყო ქალის სილამაზის ეტალონი სხვადასხვა ეპოქაში
image

ქვის ხანაში, გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანებისთის ასეთი ფორმულა არსებობდა:"ქალი უნდა იყოს სავსე, მაძღარი", ამიტომ იმ ეპოქაში "ლამაზმანები" კარგად გამოკვებილები იყვნენ და მასიური წელი და ბარძაყები ჰქონდათ.



***ძველ ეგვიპტეში ქალის იდეალურ სილამაზედ ითვლებოდა პროპორციული ტანი, მსხვილი ტუჩები და დიდი ბრიალა თვალები, განსაკუთრებით თუ ქალს მწვანე თვალები ჰქონდა, მაგრამ რადგან მწვანე თვალები იშვიათობაა, ქალები თვალების გარშემო მწვანე ფერის საღებავს ისვამდნენ, აგრეთვე მწვანედ იღებავდნენ ფეხის და ხელის ფრჩხილებს.

image



***ძველ ჩინეთში იდეალურ ქალად ითვლებოდა პატარა ნაზი ქალი, პატარა ფეხებით, არცერთი კაცი არ მოიყვანდა ჩინეთში ქალს ცოლად თუ დიდი ფეხები ჰქონდა, ამიტომ გოგონები პატარაობიდანვე ტერფებს მჭიდროდ იხვევდნენ, რომ დიდი ფეხი არ ჰქონოდათ.

image


***ძველ საბერძნეთში ქალის სილამაზის იდეალურ ეტალონად იქცა აფროდიტას სკულპტურა:სიმაღლე - 164 სმ, გულმკერდის შემოწერილობა- 86 სმ, წელის - 69 სმ, თეძოების 93სმ.+სწორი ცხვირი, მაღალი შუბლი და დიდი თვალები.


image

***ძველ რომში იდეალურ ქალს თეთრი კანი და ქერა თმები უნდა ჰქონოდა, სწორედ რომში ისწავლეს პირველად თმის ქერად შეღებვის პროცესი, იყენებდნენ თხის რძეს და წიფლის ხის ნაცარს.

image


***ვიქტორიანულ ეპოქაში ქალის მკერდი აღარ ითვლეობოდა "სირცხვილად", ასე რომ დეკოლტეებსაც იცვამდნენ, თუმცა მოდაში შემოვიდა ავადმყოფული სიფერმკრთალე, მთავარი აქცენტი ვარცხნილობაზე და საპარიკმახერო ხელოვნებაზე იყო გადასული, განსაკუთრებით მოდური იყო ჟღალი თმები, ამის გამო ქალები დიდი ხნის განმავლობაში არ იბანდნენ, ესპანეთის დედოფალმა ვიქტორიამ აღიარა, რომ სულ ორჯერ იბანავა, დაბადებისა და ქორწილის დღეს.


image

***XIX საუკუნეში სილამაზის ეტალონად ავადმყოფური სიგამხდრე, პატარა მკერდი, ფერმკრთალი სახე და ვიწრო წელი ითვლებოდა, ამიტომ ქალები კორსეტებს იკეთებდნენ, სახის და სხეულის ფერი ფერმკრთალი უნდა ყოფილიყო, რუჯი 'სოფლელობად" ითვლებოდა.

image


*** XX-XXI საუკუნე, მოდის ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ამჟამინდელი პერიოდი შეიძლება განისაზღვროს როგორც მოკლედ შეკრეჭილი თმების და ქალი საკულტო დისტროფიის ეპოქა.ბოლო 100 წელიწადში ტექნოლოგიების უსწრაფესად განვითარებასთან ერთად ელვისებურად იცვლებოდა მოდა.

30-50-წლები

image

60-70 -იანი წლები

image

80-90-იანი წლები

image

2000-იანი წლები

image

2
314
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
314
  
2017, 16 დეკემბერი, 21:33
გაიხარე
2017, 16 დეკემბერი, 21:21
ძალიან საინტერესო სტატიაა
0 1 2