x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 უიშვიათესი ფრინველი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობს!

დედამიწა მრავალფეროვანია. ძალიან ბევრი სახეობის ფრინველი არსებობს, რომელიც ვიცით და ვხედავთ, თუმცა არსებობენ ისეთი ფრინველებიც, რომელთა ნახვაც დიდი იშვიათობაა. ზუსტად დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ამ ფრინველების ჩამონათვალს...


1. პალმის კარაკადუსი

image

პალმის კარაკადუსები, მიეკუთვნებიან თუთიყუშებრთა ოჯახს. ბინადრობენ ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ძირითადად არუს და ახალი გვინეას კუნძულებზე. პალმის კარაკადუსები, კარაკადუსთა წარმომადგენლებს შორის ყველაზე მსხვილები არიან. მათ სხვა თუთიყუშებთან შედარებით უფრო დიდი და ძლიერი ნისკარტები აქვთ.



2. წითელ ნისკარტიანი ტუკანი

image

წითელ ნისკარტიანი ტუკანები მიეკუთვნებიან რამპასტოსების ოჯახს. ბინადრობენ ლათინო ამერიკის ქვეყნებში. მათ აქვთ განსხვავებული ნეოტროპიკული ნისკარტები. მეცნიერების მტკიცებით ისინი უკვე გადაშენებულ Pteroglossus -ის სახეობის შთამომავლები არიან.




3. ემუ

image

ავსტრალიაში დასახლებული ემიგრანტებისგან თავდაცვა მხოლოდ ამ ფრინველებმა მოახერხეს. მსხვილი სხეულით და გრძელი ფეხებით ძალიან ჰგავს სირაქლემას, მდედრი და მამარიც თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთი ფერის და აღნაგობისა არიან.



4. საქსონიის მეფის სამოთხის ჩიტი

image

საქსონიის მეფის სამოთხის ჩიტი ბინადრობს ახალ გვინეაში. ეს ფრინველი პირველად აღმოაჩინა ადოლფ ბერნარდ მაიერმა. როდესაც მეცნიერმა ეს ფრინველი ევროპაში ჩაიყვანა, მნახველს მისი ვიზუალის დაჯერება ძალიან გაუჭირდა. ამ სახეობის ფრინველები ძირითადად ხეხილით და ართროპოდებით იკვებებიან. ადგილობრივები ამ ფრინველებს რიტუალების შესასრულებლად იყენებენ, მიუხედავად ასეთი საშინელობებისა, ფრინველები გადაშენების პირას საბედნიეროდ არ იმყოფებიან.



5. მინდვრის ქათამი

image

ეს შეუდარებელი ფრინველი სამწუხაროდ გადაშენების პირას დგას. დაახლოებით 1 საუკუნის წინ, მილიონზე მეტი მინდვრის ქათამი ტეხასის და ლუისიანის შტატის ჭაობნარში დაასახლეს. თუმცა დღეს ამ ჭაობნარების მხოლოდ 1% არსებობს, აქედან გამომდინარე ამ ფრინველების რაოდენობამაც საკმაოდ იკლო. 1998 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, დადგინდა რომ მინდვრის ქათმის რაოდენობა დედამიწაზე 300-ს არ აღემატება.



6. ფრეგატის ჩიტი

image

ფრეგატის ჩიტები ბინადრობენ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. მიეკუთვნებიან ფრეგანტიანთა ოჯახს. არიან ზღვის ფრინველები და 5 სახეობისა. ყოველი მათგანის ბუმბული შავი ფერისაა, აქვთ წვეტიანი ნიკსარტები და გრძელი კუდი. მდედრების მუცექვეშა ბუმბული თეთრი ფერისაა, რითაც შესაძლებელი ხდება მამრისგან განსხვავება. ეს ფრინველები ჯერ-ჯერობით გადაშენების პირას არ დგანან.



7. გრძელკუდიანი ქვრივის ჩიტი

image

გრძელკუდიანი ქვრივის ჩიტები სამხრეთ აფრიკაში ბინადრობენ. სახელწოდება მიღებულია ფერის და გრძელი კუდიდან გამომდინარე. საარსებოდ ძირითადად ტენიან ადგილებს ირჩევენ, იკვებებიან მცენარეებით და ართროპოდებით.



8. გაიანას კდლის მამალი

image

ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის ტენიან რეგიონებში. იკვებებიან 65 სახეობის მცენარეებით და ართროპოდებით. ძალიან იშვიათია მათი შენიშნვა. ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაშენების პირას დგანან თუ არა ეს ფრინველები!!!




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. შოკი! შესაძლოა თუ არა დინოზავრების დაბრუნება?!!! - მოხდება თუ არა გრანდიოზული გადატრიალება მეცნიერებაში?

2. ტემპერატურა -17 ° - მდე დაეცა, ამასობაში ბუნების სილამაზემ თავი იჩინა!

3. ალბერტ აინშტაინის 30 გენიალური გამონათქვამი, რომელმაც მსოფლიოს გაოცება მოახერხა!

4. 7 სასაფლაო, სადაც გიგანტების ჩონჩხები აღმოაჩინეს!

5. ვინ არის ცნობილი მილიარდერი, რომელიც სკოლის პერიოდში საღეჭ რეზინებს ყიდიდა?!


2
1746
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1746
  
2020, 4 ნოემბერი, 14:21
მართლაც რა იშვიათი ფერადოვნებაა..
2018, 13 ნოემბერი, 11:16
ყველას ჩავეხუტებოდი)
0 1 2