x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნინოწმინდის საკრებულოს თავმდჯომარე და 8 დეპუტატი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

image

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარე სუმბატ კიურეღიანი და 8 დეპუტატი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ავრცელებს. მისი მტკიცებით მმართველი გუნდის 9 დეპუტატი, რომელთაგან ერთერთი საკრებულოს თავმჯდომარეა, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.
საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება არ აქვს აღმასრულებელ, ან საკანონმდებლო ორგანოებში მაღალი თანამდება დაიკავოს. ოპოზიციური პარტია აპირებს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს, რათა ამ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ.
„გესმით, რომ ეს არის სასაზღვრო რეგიონი და საფრთხის შემცველია მათი ამ თანამდებობებზე მუშაობა. ეს არის დივერსიის პირდაპირი ხელშეწყობა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მათ არა მხოლოდ უნდა დატოვონ საკრებულო, არამედ ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა, “ - აცხადებს კახა კუკავა.
შეგახსენებთ, სუმბატ კიურეღიანი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც გახლდათ.
სუმბატ კიურეღიანი დაიბადა 1969 წლის 8 მარტს ბოგდანოვკის რაიონის სოფ. ფოკაში. განათლება უმაღლესი. 1992 წელს დაამთავრა ერევნის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი, აგრონომის სპეციალობით. 2006 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ. 2010 წლის 17 ივნისიდან არჩეული იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2013 წლის მაისს არჩეულ იქნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიე საკრებულის თავმჯდომარედ. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
0
184
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0