x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკელმა კანონმდებელმა თავი მოიკლა მას შემდეგ,რაც 17 წლის გოგონას გაუპატიურებაში დასდეს ბრალი

image

ამერიკის შტატ კენტუკიში თავი მოიკლა აშშ-ს წარმომადგენლობათა პალატის წევრმა დენ ჯონსონმა, 57 წლის მამაკაცს ბრალად ედებოდა 17 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა.


ქვედა პალატის წევრმა, დენ ჯონსონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ოთხშაბათს, 13 დეკემბერს.


კანონმდებელმა სუიციდი განახორციელა ქალაქ მაუნტ-ვაშინგტონის ხიდზე, სამართლადამცავებმა სწორედ იქ აღმოაჩინეს დებ ჯონსოსნის გვამი, მამაკაცს თავში ცეცხლსასროლი იარაღის გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა, იქვე აღმოაჩინეს იარაღიც.



ამავე დღეს პოლიტიკოსმა Facebook-ზე დადო სტატუსი, სადაც აღნიშნავდა, რომ მტკიცებულება იმის შესახებ, თითქოს მან გოგონას მიმართ სექსუალურად იძალადა საფუძველს მოკლებულია, ამასთანავე ჯონსონმა დასძინა, რომ ამ ბოლო პერიოდში ამერიკული პრესა ხშირად ახდენს მსგავი ბრალდებების ტირაჟირებას და საკუთარ თავზე ირგებს "მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულის როლს"


დენ ჯონსონი კანონმდებელი 2016 წლიდან გახდა, ამასთანავე იგი იყო ეკლესიის პასტორი, პარალელურად ლუისვილის სკოლებში მოწაფეებს ბიბლიას ასწავლიდა.

image

ორშაბათს, 11 დეკემბერს კენტუკიში გამოძიების ცენტრმა გამოქვეყნდა ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2013 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო, ჯონსონმა იგი საკუთარი სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სექუალურად იძალადა მასზე.სხვათა შორის მაშინ გოგონამ მიაკითხა პოლიციას, თუმცა სამართალდამცავებმა საქმე დახურეს მტკიცებულებების არარსებობის გამო.


შეგახსენებთ, მიმდინარე წელს მთელმა მსოფლიომ აიტაცა მსახიობ ალისა მილანოს ჰეშტეგი-#MeToo (#მეც)სადაც ქალები მათზე განხორციელებულ სექსუალური შევიწროებაზე ან ძალადობაზე ჰყვებიან, სწორედ მსგავსმა ისტორიების გამოაშკარავებამ(სამართლიანად თუ უსამართლოდ ეს ცალკე საკითხია) უამრავი სკანდალური ამბავი გამოაშკარავა, თუმცა ამ ისტერიას უკვე მეორე თვითმკვლელობა მოჰყვა.


დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი ბრალდების გამო თავი მოიკლა უელსის მთავრობის მინისტრმა, ლეობორისტული პარტიის წევრმა , კარლ სარჯენტმა.


image

იხილეთ აგრეთვე

0
149
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0