x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73413
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429067
აირჩიეთ ხე და გაიგეთ რას უნდა ელოდოთ ახალ წელს! რას გიმზადებთ 2018?!

image



აირჩიეთ ხე და გაიგეთ რას უნდა ელოდოთ ახალ წელს! რას გიმზადებთ 2018?!





ბევრს უყვარს ფსიქოლოგიური ტესტები. ზოგი ასეთ ტესტს რაიმეს სასწავლად აკეთებს, სხვებს უნდათ გაიგონ რაღაც ადამიანების ან საკუთარი თავის შესახებ, ან უბრალოდ, გასართობად, ანდაც შთაგონების საპოვნელად და გადაწყვეტილების მისაღებადაც კი.
წარმოგიდგენთ ტესტს, რომელიც დაფუძნებულია ფერების ფსიქოლოგიაზე. აირჩიეთ ხე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.image1. მუხა
სავარაუდოდ, თქვენ ხართ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ყოველთვის ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. თქვენთვის, ცხოვრება უზარმაზარი თავგადასავალია, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით.
მომდევნო წელი თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენების წელი იქნება. იმიტომ, რომ თქვენ ღია ხართ ახალი შთაბეჭდილებებისთვის და მზად ხართ ცვლილებებისათვის. თქვენ გექნებათ ახალი მიღწევები და თითოეული მათგანი სასიამოვნო სიურპრიზებს მოგიტანთ.image2. ფიჭვი
ალბათ, დამოუკიდებელი სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს თქვენს პიროვნებას. თქვენთვის არ არსებობს დაწესებული საზღვრები და ლიმიტები.
თქვენი შესაძლებლობები ხელოვნებაში, სავარაუდოდ გაზრდის თქვენს შემოსავალს მომდევნო წელს. წარმატების მისაღწევად დიდი შრომა არ დაგჭირდებათ: ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის ის, რომ დარჩეთ საკუთარი პრინციპებისა და მოსაზრებებისადმი ერთგული და თქვენ მიიღებთ იმას, რაზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობთ.image3. ნეკერჩხალი
სავარაუდოდ, თქვენ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, რომელიც ბევრს ფიქრობს საკუთარ თავსა და მის გარშემო არსებულ სამყაროზე.
მომდევნო წელში გამოჩნდება ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელთანაც ჰარმონიულ რომანტიკულ ურთიერთობას ააწყობთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ თვითკმარი და იშვიათად გრძნობთ მოწყენილობას, თქვენი ცხოვრება მეტად ნათელი გახდება.image4. მურყანი
შესაძლოა, თქვენ ძალიან პრაქტიკული და გაწონასწორებული პიროვნება ხართ. თქვენთან ერთად ყოფნა მეტად კომფორტულია, ვინაიდან საიმედო ადამიანი ხართ.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ ბუნებრივად ძლიერი ადამიანი, ზოგჯერ არ მოგწონთ, როცა ხალხი თქვენს მგრძნობიარე მხარეს ხედავს. ამიტომაცაა შესაძლებელი, რომ საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დამყარება მომავალ წელს გაგიჭირდეთ. თუმცაღა ახალი წელი კარგ რამეებსაც მოგიტანთ. თქვენ შეხვდებით პიროვნებას, რომელსაც შეუძლია დააფასოს თქვენი კეთილშობილება და არ გამოიყენოს იგი.image5. მირტი
ალბათ თქვენ თვითდაჯერებული ადამიანი ხართ. ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში კონტროლს ექვემდებარება. წარმატების მისაღწევად არასოდეს გაქვთ ბედისწერის იმედი, თქვენ მხოლოდ საკუთარ უნარებს ეყრდნობით.
არ გადადოთ არაფერი და საქმის დასრულების შემდეგ კმაყოფილი დარჩებით. თქვენს ირგვლივ მცხოვრები ადამიანები გრძნობენ, რომ ძლიერი ხართ და მათ ძალიან მოსწონთ ეს. თქვენი პასუხისმგებლობის წყალობით, შემდეგ წელს წახალისდებით, რაც ლოგიკური შედეგია თქვენი ძალისხმევის შემდეგ.image6. ქლიავი
სავარაუდოდ, მშვიდი და გონიერი პიროვნება ხართ. გიყვართ მეგობრებთან ერთად დროის გატარება, მაგრამ მარტოობაც გსიამოვნებთ.
საჭიროა მეტი დრო გამონახოთ მარტო დასარჩენად, რათა იფიქროთ ცხოვრებისეულ მნიშვნელობაზე და დაისვენოთ გარე სამყაროსგან. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა გქონდეთ საკუთარი პირადი სივრცე, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები და შეკრებები გელით, სადაც თქვენ შეხვდებით ადამიანს, ვისაც გულს გადაუშლითლ, და ეს არ იქნება შეცდომა.image7. ცაცხვი
სავარაუდოდ, თქვენ საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვენაბ ხართ, რომელზეც შეუძლიათ ადამიანებს დაეყრდნონ. შენი მგრძობიარობა ყოველთვის გეხმარებათ გაერკვეთ სიტუაციაში.
ადამიანები, რომლებიც თქვენსავით პერსპექტიული და ყურადღებიანი არ არიან, შეეცდებიან ჩამოგაშორონ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენ აფასებთ.

image8. წაბლი
შესაძლოა, სხვა ადამიანები ფიქრობენ, რომ თქვენ ხართ მეოცნებე და რომანტიული ადამიანი და არ გინდათ საკითხებს რაციონალურად მიუდგეთ.
მოდმევნო წელიწადში, ის, რასაც გრძნობები გიკარნახებთ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. როცა შეწყვეტთ იმ ადამიანებთან კომუნიკაციას, რომლებიც არ ფიქრობენ, რომ გრძნობები მნიშვნელოვანია და მხოლოდ გონებით მოქმედებენ, სწორედ მაშინ შეხვდებით ვინმე განსაკუთრებულს. მას თქვენსავით ექნება ოცნებები და არ შეზღუდავს თქვენი ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას.image9. ტირიფი
ალბათ, თქვენ ექსტროვერტი ხართ. გიყვართ რისკზე წასვლა და პასუხისმგებლობის მიღება საინტერესო სამუშაოს სანაცვლოდ.
თქვენ დაიღალეთ რუტინით და ელოდებით შანსს, რომ ითამაშოთ დიდი როლი ზოგიერთ მოვლენაში. თქვენი აქტიურობის წყალობით, ცვლილებები დაგეხმარებათ წამყვანი როლის შესრულებაში. დიდი ხნის ნანატრი პოპულარობის მომენტი თითქმის აქაა.image

0
1620
6-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1620
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0