x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ დავზოგოთ თანხა საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხის შეძენისას?

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და საახალწლო სამზადისიც აქტიურ ფაზაში შედის. წინასაახალწლო პერიოდი და დღესასწაულისთვის მზადების პროცესი თავად დღესასწაულზე არანაკლებ ამაღელვებელი და სასიამოვნოა.

ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის შერჩევა-შეძენაც უკვე დაიწყო მომხმარებელმა, ეს პროცესი კი სულაც არ არის მარტივი და საკმაოდ დიდ დაკვირვებას საჭიროებს. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე წლებია მომხარებელთა უმრავლესობა ხელოვნურ ნაძვის ხეს ანიჭებს უპირატესობას, რაც ბუნების დაცვის კუთხით ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა. პირველ რიგში, იმ მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილოთ

image

ყურადღება, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესო ხელოვნური ნაძვის ხის სწორად შერჩევაში.

  • აუცილებლად გაარკვიეთ რა მასალისგანაა დამზადებული ნაძვის ხე, რომელ ქვეყანაშია წარმოებული და რამდენად გამძლეა. მასში შემავალი ქიმიური ნივთიერები ხომ არ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვებისთვის? მსგავსი ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ნაძვის ხის ჩასადებ ყუთზე ან ეტიკეტზე.
  • ხარისხიან ნაძვის ხეს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი. მკვეთრი სუნი მიუთითებს, რომ ნაძვის ხე დაბალი ხარისხის ქიმიური ნივთიერებებისგან არის დამზადებული.
  • განსაკუთრებული ყურადღებით შეამოწმეთ ნაძვის ხის ფეხი. ის უნდა იყოს რკინის, მყარი და მაქსიმალურად სანდო, რომ აქსესუარებით მორთვის შემდეგ სიმყარე შეინარჩუნოს.
  • ხშირი წიწვებით უნდა იყოს ნაძვის ხის ტოტები დაფარული, რომ სათამაშოების ჩამოკიდების შემდეგ არ დეფორმირდეს და არ დაზიანდეს.



საუკეთესო ხარისხისა და მრავალფეროვანი ნაძვის ხეების ფართო ასორტიმენტი წელს "ბიბლუსი გალერეებშია" წარმოდგენილი. რაც მთავარია, "ბიბლუსი" თავის მომხმარებელს უკვე სთავაზობს ფასდაკლებას საუკეთესო ნაძვის ხეებზე. ახალი წლის ამ მთავარი ატრიბუტის შეძენა "ბიბლუსის" ქსელში 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ. გარდა ნაძვის ხეებისა, აქ არის საახალწლო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი მისაღები ფასებით. ასე რომ, შეგიძლიათ ეწვიოთ "ბიბლუსის" კომფორტულ მაღაზიებს, შეარჩიოთ უმაღლესი ხარისხის ნაძვის ხეები და მოდური აქსესუარები და შეიძინოთ ისინი უკვე განახლებული, თქვენთვის მისაღები ფასებით.

მისამართი: "ბიბლუსი გალერეა" თბილისი: ჭავჭავაძის #7, კანდელაკის #7; ბათუმი : მემედ აბაშიძის #52; თელავი: სააკაძისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთა. ასევე თბილისში, "ბიბლუსის" გუდვილის, სითი მოლის, თბილისი მოლისა და ისთ ფოინთის ფილიალებში.




0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0