x
image
კატაპულტი
რომელი სახეობის თაფლი უნდა ვიხმაროთ სხვადასხვა დაავადებების დროს?
image

თაფლი ერთ-ერთი ძვირფასი საკვები პროდუქტია, რომელიც გაჯერებულია მარტივი შაქრებით, მარილებით, არომატული და მღებავი ნივთიერებებით.თუმცა თაფლი მხოლოდ საკვები პროდუქტი არაა, ის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის გამოიყენება. ეს ძვირფასი პროდუქტი სხვადასხვა სახეობისაა და დამოკიდებულია იმ მცენარეებზე, რომლითაც ფუტკარი იკვებება.ამგვარად, საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ცაცხვის, აკაციის, წაბლისა და მზესუმზირის თაფლი.თითოეული სახეობა სხვადასხვა დაავადებისათვის არის საუკეთესო წამალი.ქვემოთ თქვენ შეიტყობთ, თუ რომელი სახეობის თაფლი რისთვისაა განკუთვნილი.

მაშ ასე:

წაბლის თაფლი საუკეთესო საშუალებაა ანგინის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, პროსტატისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.ის ასევე გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ და ჭრილობების დასამუშავებლად.


წაბლის თაფლისათვის დამახასიათებელია მუქი ფერით, მომწარო-მოტკბო გემო და სპეციფიკური წაბლის ყვავილის სუნით.

ცაცხვის თაფლი გამოიყენება გაციებისა და მაღალი ტემპერატურის დროს.იგი შესანიშნავი ოფლმდენია.მისთვის დამახასიათებელია ღია ყვითელი ფერი, მკვეთრი გემო, რომელსაც ოდნავ სიმწარეც დაკრავს.

აკაციის თაფლი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკისათვის. მისთვის დამახასიათებელია მოთეთრო ფერი, ნაკლები არომატულობა.

მზესუმზირის თაფლი გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ.მას მოყვითალო ფერი დაკრავს.

გარდა ამ სახეობებისა, არსებობს ყვავილოვანი თაფლი, რომელიც სხვადასხვა მცენარის ყვავილისაგან მიიღება და მაისის თაფლი.

ყვავილოვანი თაფლი აძლიერებს იმუნიტეტს, არის ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინაღმდეგო საშუალება.ის გამოირჩევა მრავალფეროვანი სურნელითა და გემოთი.

მაისის თაფლი ყველაზე სასარგებლო სახეობად ითვლება, რადგან იგი გაჯერებულია ადრე გაზაფხულზე აყვავებული მცენარეებისგან მიღებული მრავალი ვიტამნით.როგორც წესი, გამოიყენება ბავშვთა კვებისათვის.

გარდა იმისა, რომ საჭიროა ვიცოდეთ, თუ რომელი სახეობის თაფლი რის სამკურნალოდაა განკუთვნილი, ასევე აუცილებელი, რომ პროდუქტი იყო ნატურალური ამისათვის კი საჭიროა ვიცოდეთ, როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?

0
628
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0