x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლამინატის იატაკი-საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის?
image

პირველყოფილი ადამიანები გამოქვაბულის კედლებს და მიწას ცხოველის ტყავებით ფარავდნენ, დღეს კი უკვე მოჭიმული იატაკი და ლამინატი შეგიძლიათ იხილოთ ბევრ ბინაში. ბაზარზეც ლამინატის ფართო არჩევანია, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ეს მასალა ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

რისგან შედგება ლამინატი?

მოდი, გავერკვეთ რისგან შედგება ლამინატი. მისი ნებისმიერი დაფა შედგება 4 შრისგან, რომელთაგან თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს. ლამინატის ქვედა ფენას დეფორმაციებისგან დაცვის ფუნქცია აკისრია და ნაკეთობას დამატებით სიმტკიცეს აძლევს. ზოგიერთი მწარმოებელი ამ ქვედა შრეზე ხმის მაიზოლირებელ ფენასაც აკრავს, რათა ლამინატზე სიარულის დროს ნაბიჯების ხმა ძლიერად არ ისმოდეს.


შემდეგი ფენა ლამინატის აწყობასა დაერთმანეთთან დაკავშირებაზე აგებს პასუხს.

მესამე შრე კი დეკორატიულია და სხვა არაფერია, თუ არა სპეციალური ქაღალდი, რომელზეც თქვენი ლამინატის სახეა აღბეჭდილი-ეს შეიძლება იყოს ქვის ან ხის იმიტაცია.

მეოთხე შრე ფისის ხსნარს წარმოადგენს, რომელიც თქვენს იატაკს იცავს გადახეხვისგან.

მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვთ, ლამინატის შემადგენლობის 80% ხეა, დანარჩენი კი სხვა მატერიალები, თუმცა რაც უფრო იაფია ლამინატი, მით უფრო მცირეა მასში ხის შემცველობა. ლამინატის ქვედა სამი შრე ადამიანისთვის უსაფრთხოა, რასაც მეოთხე შრეზე ვერ ვიტყვით.

ყველაზე ხშირად ზედა ფენისთვის სინთეტიკურ ფისს და სინთეტიკურ ლაქს იყენებენ, რაც ნამდვილად არ გახლავთ უსაფრთხო ნივთიერება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მათ შემადგენლობაში ტოლუოლი და ქსილოლი შედის. ადამიანზე მათი ზემოქმედება შემდეგნაირად გამოიხატება:თვალების ჩაწითლება და ცრემლდენა, გამონაყარი კანზე, ნერვული სისტემის დარღვევა.

მედიცინაში ცნობილია შემთხვევები, როცა ტოლუოლი მუცლის მოშლის და უნაყოფობის მიზეზი გამხდარა.

ამ ნივთიერებების გარდა ლამინატში ფორმალდეჰიდის აღმოჩენაც შეიძლება, რომელიც იმუნური და ნერვული სისტემების მოშლას და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი იწვევს.

თუმცა, სპეციალისტები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ლამინატიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფა ძალზედ უმნიშვნელო რაოდენობით ხდება, მაგრამ ეს ძირითადად ძვირადღირებულ და სერტიფიცირებულ პროდუქციას ეხება, რაც შეეხება იაფფასიან პროდუქციას-აქ გარანტიებს ვერავინ მოგცემთ.

და მაინც, საშიშია თუ არა ლამინატის იატაკი? ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, რადგან დღეს ძირითადად ხელოვნური მასალებითაა ბაზარი გაჯერებული და უფრო სწორი იქნება შეკითხვა რომ ასე დავსვათ: როგორ შევამციროთ ლამინატის მავნე ზემოქმედება? ლამინატის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხიან პროდუქციას(სამწუხაროდ, მეტის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ ნამდვილად ღირს), მოითხოვეთ სერტიფიკატი და დარწმუნდით, რომ მასალა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. და თუ უკვე გაქვთ ლამინატის იატაკი-ხშირად გაანიავეთ ბინა, რადგან საქმე არა მხოლოდ თქვენი ბინის კომფორტს, არამედ თქვენსა და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას ეხება

0
2196
5-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0