x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
წითელი ხახვი კიბოს წინააღმდეგ
image

იცით თუ არა, რომ წითელი ხახვი ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომელთაც უკვე დაამტკიცეს თავისი ეფექტურობა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი ერთერთი კომპონენტი, რომელიც ანტოციანინების კლასს მიეკუთვნება და ხახვის წითელ შეფერილობაზე აგებს პასუხს, კიბოს გავრცელებას უშლის ხელს. ფლავანოიდი კვერცეტინი კი კიბოს უჯრედების შემცირებას ახდენს.

კვლევების ავტორები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხახვი შესანიშნავად ებრძვის კიბოს უჯრედებს. ის, ასე ვთქვათ, არახელსაყრელ გარემოს უქმნის სიმსივნეს შემდგომი განვითარებისთვის. სიმსივნურ უჯრედებს შორის კავშირი ირღვევა და ეს სიმსივნის ზრდას აფერხებს. ამ ბრძოლაში კი სწორედ წითელი ხახვი გამოირჩევა თავისი უპირატესობით. მეცნიერებმა 5 სხვადასხვანაირი ხახვიდან მიიღეს კვერცეტინის ექსტრაქტი და სიმსივნური უჯრედები მათთან პირდაპირ კონტაქტში შეიყვანეს. ყველაზე ძლიერი “გამანადგურებელი" სწორედ წითელი ხახვისგან მიღებული ექსტრაქტი აღმოჩნდა.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსტრაქტი კიბოს ლაბორატურიულ პირობებში გაუმკლავდა, რაც არ ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმშიც იგივე მოხდება, მაგრამ თუ მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ, თუ სახელდობრ რომელ მოლეკულებს აქვთ კიბოსსაწინააღმდეგო მოქმედება, ეს უკვე საშუალებას მისცემს მეცნიერებს, რომ ის პრეპარატებში იქნას გამოყენებული.

0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0