x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დავით ნარმანია სემეკ-ის წევრის ვაკანტურ ადგილზე წარადგინეს
image

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. მათ შორისაა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს უკვე დაუდასტურეს.


"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკ-ის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, და გოჩა შონიას კანდიდატურა, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


დავით ნარმანია 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის ოქტომბრის თვემდე თბილისის მერი იყო.



ვრცელდებოდა ცნობები, რომ ნარმანია ქვეყნის მთავარი აუდიტორის სავარძელს დაიკავებდა, ან გერმანიის ელჩად წარადგენდნენ, თუმცა ეს ცნობები არ დადასტურდა.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0