x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სომალი: მოგადისიოში მომხდარ ტერორისტულ აქტს მინიმუმ 18 პოლიციელი შეეწირა
image

“დაახლოებით თვრამეტი პოლიციელი გარდაიცვალა ხუთშაბათ დილით მომხდარი ტერორისტული აქტის დროს მოგადისიოს პოლიციის სკოლაში“- იუწყება სპეციალური ძალების მეთაური.

თვრამეტი პოლიციელი გარდაიცვალა, თხუთმეტი მათგანი დაიჭრა, შემდეგ ერთმა კამიკაძემ თავი აიფეთქა სკოლის შენობაში“-განუცხადა ჟურნალისტებს ჰუსეინ ალფამ, პოლიციის უფროსმა.

თავდაპირველად ცნობილი გახდა ცამეტი გარდაცვლილი პოლიციელის შესახებ.


თვითმხილველთა თქმით, პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა, რომელიც ასაფეთქებელს ქამარში მალავდა, შენობაში შეპარვა მოახერხა იმ დროს, როდესაც პოლიციელები ღია მოედანზე იკრიბებოდნენ, დილის ტრადიციულ პარადზე.

თვითმხილველ ჰუსეინ ალის თქმით, ზოგიერთი პოლიციელი მზად იყო, სხვები კი მოდიოდნენ, როდესაც გადაცმული პირი შენობაში შევიდა და თავი აიფეთქა. მან ასევე განაცხადა, რომ “ სასწრაფო დახმარების მანქანამ შემთხვევის ადგლიდან გაიყვანა როგორც გარდაცვლილები, ისე დაჭრილები“

ისლამისტური დაჯგუფება “აშ-ებაბი“ რომელსაც სწორედ ამ ტიპის ტერაქტები ახასიათებს, ხშირად სამიზნეში სწორედ პოლიციის ძალებს იღებეს. ისინი სომალის დედაქალაქ მოგადისიოდან 2011 წლის აგვისტოში განდევნეს, რითაც მათ ერთ-ერთი ძირითადი ბასტიონი დაკარგეს. თუმცა ისინი ისევ აკონტროლებენ მნიშვნელოვან ტერიტორიებს რეგიონებში, საიდანაც ხშირად აწყობენ ოპერაციებს: “გერილა“ და სუიციდურ ტერორისტულ აქტებს დედაქალაქში სამხედრო ბაზების, სომალელელბის და უცხოელების წინააღმდეგ.

14 ოქტომბერს დაჯგუფებამ სომალიში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აქტი მოაწყო, რომელიც დაახლოებით 512 მსხვერპლუთ დასრულდა.

წყარო: http://fr.euronews.com

0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0