x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
ამერიკაში ქალი ციხეში ჩასვეს იმის გამო,რომ შვილი 323-ჯერ მიიყვანა ექიმთან
image

ამერიკელი ქალი ტეხასის შტატიდან მას შემდეგ მიაბრძანეს გისოსებს მიღმა, როდესაც მისი შვილის ექიმებიდან საჩივარი შევიდა.


ექიმებმა სამართალდამცავებს აცნობეს, რომ კეილენ ბოუენმა(Kaylene Bowen) ბოლო 8 წლის განმავლობაში 323-ჯერ მოიყვანა თავისი ვაჟი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში, ქალი ამტკიცებდა, რომ შვილი გენეტიკური დაავადებით იტანჯება, სიმსივნეს ებრძვის და კიდევ სხვა დაავადებები აწუხებს.8 წლის განმავლობაში ბიჭუნას 13 ოპერაცია გაუკეთეს.

image


ექიმებმა დაასკვნეს, რომ პატარა კრისტოფერს არ ჰქონდა კიბო და არც სხვა რაიმე დაავადებები, ანუ რაზეც დედამისი გამუდმებით გაჰყვიროდა.ამასთანვე აღსანიშნავია, რომ ქალი ბავშვის მკურნალობაზე თანხებს სპეციალურად გამოყოფილი ფონდიდან ხარჯავდა.


ბიჭუნას მამამ განაცხადა, რომ ბევრჯერ ცდილობდა ხელისუფლების ყურადღების მიქცევას იმასთან დაკავშირებით, რომ მის შვილს დედა ტყუილად აწვალებდა, "მაგრამ არავინ მისმენდა", როდესაც სასამართლოს მივმართე, პირიქით აქეთ დამდეს ბრალი, რომ "მე ვიყავი ყველაზე საშინელი მამა".


ამ დროისთვის ბოუენის სამი შვილი სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ გადავიდა, თუმცა ლოგიკური კითხვა ისმება ექიმების მიმართაც:თუ ბავშვს არაფერი ჭირდა 13 ოპერაცია რისთვის გააკეთეს?

image

imageიხილეთ აგრეთვე

0
93
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0