x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენად მავნებელია ელექტრო-სიგარეტი?! ეს უნდა იცოდეთ!
image


საქართველოში ელექტრო-სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ თამბაქოს ფასები თითქმის გაორმაგდა.


სტანდარტული ელექტრო-სიგარეტი შედგება მუნდშტუკისაგან, მრავალჯერადი დატენვის ბატარეისაგან, ელექტრო ნებულაიზერისა და სითხის კარტრიჯისაგან.ელექტრო-სიგარეტის ზოგიერთ მოდელს აქვს მანათობელი დაბოლოება, რომელიც ჩვეულებრივი სიგარეტის იმიტაციას ახდენს. ელ-სიგარეტებში გამოყენებული სითხე ძირითადად შეიცავს პროპილენ გლიკოლს ან გლიცერინს, წყალს, ეთანოლს, ნიკოტინს და სხვადასხვა არომატიზატორებს.

რაც შეეხება ელექტრო-სიგარეტების მავნებლობას:


მცირე ხნით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული გაღიზიანება და ბრონქების ანთებითი პროცესი.ზოგიერთმა არომატიზატორმა კი ალერგია.

ხანგრძლივი მოხმარების დროს ელექტრო-სიგარეტის მავნებლობა ბოლომდე გამოკვლეული არაა, თუმცა დადგინდა, რომ ზოგიერთი ელექტრო სიგარეტის სითხე შეიცავს კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს.კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთმა სითხემ და აეროზოლმა შეიძლება ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე.

რაც შეეხება ნოკოტინს, ელექტრო-სიგარეტებში არსებული ნიკოტინი და ჩვეულებრივი სიგარეტის ნიკოტინი ერთნაირად უარყოფიტად მოქმედებს ორგანიზმზე.

ამ ყველაფერთან ერთად კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრო-სიგარეტი ვერ უზრუნველყოფს მოწევისათვის თავის დანებებას.

P.S. ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო არჩევანია.ჯანმრთელობას გისურვებთ!

1
174
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
174
  
2019, 30 მაისი, 15:53
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/93729-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98/132/
0 1 1