x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ პოსტის შემდეგ 6 წლის ბიჭუნას სახანძრომ და პოლიციამ მიაკითხა სახლში
image

ამ ბიჭუნას გლენ ბურატი ჰქვია. ის აუტისტია და ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 6 წელი, მაგრამ დაპატიჟებული 16 სტუმრიდან არავის მისულა მასთან წვეულებაზე.

გლენის გულმოკლულმა დედამ ფეისბუქის ადგილობრივ ჯგუფში დაპოსტა : “გული მტკივა ჩემი შვილის გამო.ჩვენ მთელი მისი კლასი დავპატიჟეთ, მაგრამ ყველამ დაგვაიგნორა." ამ პოსტის დადებიდან ცოტა ხანში გლენთან 15 სრულიად უცხო ადამიანი მივიდა მისალოცად, და არ ამარტო ისინი. მათ სახლში მეხანძრეები და პოლიციელებიც გამოჩნდნენ...საჩუქრებით! ყველა მათგანი გლენს ისე ექცეოდა, როგორც ნამდვილ სუპერვარსკვლავს.

“დარწმუნებული ვარ, დამალული მეზობლები ფანჯრიდან გვითვალთვალებდნენ"-წერს გლენის მამა-“უბრალოდ, ვერ ვიჯერებ, რომ ადგილობრივმა კანონდამცველებმა და მეხანძრეებმა ეს ჩვენთვის გააკეთეს."


ეს წვეულება გლენს ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება.

მართალია ინტერნეტი პანაცეა არ არის, მაგრამ ზოგჯერ, როცა სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვთ, თქვენ მას მიიღებთ კიდეც.

imageimageimageimageimageimageimageimage








0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0