x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150 კილოგრამიანი ქალი აბაზანაში გაიჭედა და მოკვდა
image

გერმანულ ქალაქ ბეკუმში(ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია)150 კილოგრამიანი ქალი აბაზანაში ჩავარდა, სადაც 10 დღე იყო გაჭედილი და შემდეგ გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Westfälische Nachrichten-ი ავრცელებს, თუმცა ამ ისტორიაში ბევრი კითხვის ნიშანია.


როგორც 59 წლის ქალის ქმარი ამტკიცებს, აბაზანიდან დიდი ხმაური მოესმა, როდესაც მიირბინა დაინახა, რომ მისი ცოლი აბაზანაში ჩავარდნილი, თაროები გადმოყრილია, ხოლო ირგვლივ წვრილმანი ნივთებია მიმოფანტული.მან ცოლს დახმარება შესთავაზა, თუმცა ქალმა უარი განუცხადა.


ქმარმა ამის შემდეგ მობილური ტელეფონი დაუტოვა ქალს და უთხრა:"თუ დახმარება დაგჭირდება დარეკე, ჩემგან მაინც არ გინდა დახმარება", როგორც 48 წლის მამაკაცი აცხადებს, იგი დროდადრო მოდიოდა ცოლთან, მოჰქონდა საჭმელი, გაზეთები, ასმევდა ყავას და აძლევდა წამლებს, ამ ხნის განმავლობაში ქალი თბილ წყალში იწვა და პლანშეტით თამაშობდა.



მამაკაცმა მხოლოდ 13 დღის შემდეგ გამოიძახა მაშველები, როდესაც მაშველთა სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ, ქალი უკვე ორი დღის გარდაცვლილი იყო.ექსპერტიზის დასკვნით ქალის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა.


გარდაცვლილი ქალის მეუღლე დააკავეს, იგი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და ცოლმა თვითონ უთხრა უარი დახმარებაზე, თუმცა სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ მამაკაცმა გულგრილობა გამოიჩინა, რაც ქალის გარდაცვალების მიზეზი გახდა, პოლიცია სხვა ვერსიაზეც მუშაობს.


2018 წლის 18 იანვარს მიუნსტერში გაიმართება სასამართლო, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს სამი წელი პატიმირობა ელოდება.

image

image
იხილეთ აგრეთვე


0
142
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0