x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მან მოიფიქრა ყველაზე წარმოუდგენელი გამოგონებები,თუმცა უარს ამბობს მათ გაყიდვაზე


image


იაპონელი კენძი კავაკამი კარგადაა ცნობილი საკუთარ სამშობლოში, - იაპონიაში, მის მიერ გამოგონებული არაჩვეულებრივი ნივთების ფოტოები და ვიდეოები გამუდმებით ქვეყნდება სოციალურ ქსელში თუ პრესაში, ბევრმა არც იცის, რომ ეს კურიოზული მოწყობილობები ერთადერთია ეგზემპლარია მსოფლიოში და იგი ეკუთვნის კენძი კავაკამის, რომელიც ჯიუტად უარს ამბობს მის ლიცენზირებულ გაყიდვაზე.


კავაკამი 1967 წელს ჩავიდა ტოკიოში რომ ავიაკონსტრუქტორის პროფესია შეესწავლა, იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო თვითმფრინავებით და თვითნაკეთი პარაპლანიც კი ააწყო, თუმცა შემდეგ მიატოვა სწავლა, ერთ-ერთ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციას შეუერთდა, დაიწყო საპროტესტო მიტინგებზე სიარული, მოითხოვდა ვიეტნამიდან ამერიკის ჯარის გამყვანას და პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდა.

image

ფოტოზე:კენძი კავაკამი


ერთხელაც დაფიქრდა და აღმოაჩინა, რომ რაღაცით უნდა ერჩინა თავი, ჯერ თვითდასაქმებულ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი საბავშვო სცენარების წერა დაიწყო.თავის პირველი "ჩინდოგუ"(ასე უწოდებს თავის უცნაურ გამოგონებებს) 1991 წელს შექმნა.სხვათა შორის კავაკამიმ ჯერ კიდევ 1995 წელს შექმნა სელფის ჯოხი, ის რომ დაეპატენტებინა დღეს მილიონერი იქნებოდა.


1) თან აგრილებს თან ტრიალებს

image


2)ეს მოწყობილობა პირველ რიგში იმათ გამოგადგებათ, რომლებიც დაღლილები მოდიხართ სამსახურიდან, დასაჯდომი ადგილი არაა, არა და ჩაგთვლიმათ..

image


3)ეს მოწყობილობა კი Windows-ის გადატვირთვას გაგიადვილებთ, ერთდროულად Alt, Ctrl და Del -ს აწვება.

image


4)იდაყვის გადასაადგილებელი საყრდენი, ხელები მაშინაც კი არ დაგეღლებათ თუ მძიმე ჩანთა გაქვთ ხელთ.

image


5)ამ მოწყობილობას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება

image


6)მოკლედ სახლში როცა ხართ და გზადაგზა წვრილ-წვრილი ნამცეცები გხვდებათ(არ დაგავიწყდეთ კავაკამი საკმაო იუმორითაც უდგება თავის "ჩინდოგუებს")

image


7)ქოლგა ფეხსაცმლისთვის

image


8)მანიკურის გაშრობას ელოდებით, არა და გეჩქარებათ

image


9)ჯიბე-ჰალსტუხი

image


10)ბუფერული პომადა, რომლითაც უცებ შეიღებავთ ტუჩებს

image


11)ვისაც ხშირად სჭირდება თვალში წვეთები, უდავოდ დამეთანხმება, რომ ძალიან კარგი რამ არის.

image

12)ეს მოსახერხებელი დასაყრდენი უკვე იყიდება მაღაზიებში, თუმცა იდეა კავაკამის მიეკუთვნება.

image

0
601
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0