x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მოვიზიდოთ ფული ახალი წლის ღამით?! - ეს და სხვა რიტუალები იმისათვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ

როგორ მოვიზიდოთ ფული ახალი წლის ღამით?! - ეს და სხვა რიტუალები იმისათვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
გამდიდრება ბევრი ადამიანის ოცნებაა. ახალი წლის ღამე ხომ სწორედ სურვილების ჩაფიქრების ღამეა, ფული და ბარაქა კი ალბათ ერთ-ერთია რასაც ყველა იფიქრებს. ბევრი ადამიანისთვის ბედნიერება თავისუფლებაშია, ამისათვის კი ფინანსური მდგრადობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. დღეს გაგაცნობთ რამდენიმე რიტუალს ახალი წლისათვის, რომელიც მთელი წლის მანძილზე მოგიტანთ მატერიალურ წარმატებებს.
საახალწლო ჯადოსნური რიტუალები ფულის მოსაზიდად:

image

რჩევა N1
ფულის და ბარაქის მოზიდვის რიტუალი თქვენს სახლში დაიწყეთ საახალწლო სუფრიდან. მოათავსეთ ოქროსფერი მონეტები (თანხას არ აქვს მნიშვნელობა). ოქროსფერი ფერის კომბინაცია მაგიდაზე საკვებით სიუხვესთან ერთად მოგიტანთ სიმდიდრეს.

imageრჩევა N2
ახალი წლის ღამეს ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოთ მინიმუმ 2-ჯერ. ტანსაცმლის განახლება მომდევნო წელს სასიამოვნო ცვლილებებს გვპირდება. წლის განმავლობაში ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით გაგიმართლებთ და წარმატებას მიაღწევთ საქმიანობაში. არსებობს იმედი, რომ ყველა თქვენი ვალი სათანადოდ გადაიხდება.imageრჩევა N3
ახალი წლის დადგომამდე მოაწყვეთ სახლში “დიდი დასუფთავება'', გადაყარეთ ყველა გამოუსადეგარი ნივთი სახლიდან. ნაგვის გადაყრასთან ერთად თქვენი სახლიდან ნეგატიურ ენერგიასაც მოიშორებთ. ეს გახსნის გზებს, რომ მთელი წელი წარმატებული იყოს.imageრჩევა N4
დადეთ ახალი წლის სუფრაზე 12 სახის კერძი - როგორც სიმბოლო 12 თვის, რომლებშიც თქვენი შემოსავალი გაიზრდება. სუფრა უნდა იყოს ლამაზად გაწყობილი, გამოიყენეთ ლამაზი ჭურჭელი. პლასტმასის ან ერთჯერადი თეფშების გამოყენება სასტიკად არ შეიძლება.imageრჩევა N5
შეიძინეთ ან თავად გააკეთეთ იმის ფიგურა, რისი წელიც მოდის (მაგალითად, ძაღლის) განათავსეთ იგი სიმდიდრის სექტორში - ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. და თუ გინდათ რომ ფინანსური წარმატება მთელ ოჯახს შეეხოს, მოათავსეთ ფიგურა იქ, სადაც ყველაზე ხშირად ნათესავები იკრიბებიან.

imageგილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

image

0
812
7-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
812
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0