x
აინშტაინი შეცდა- მსოფლიო კვლავ რეალიზმის ეპოქაშია
აინშტაინი შეცდა

ავტორი: გოგა ლობჯანიძე




image



მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა დღეს ალბერტ აინშტაინი ნიუ იორკის გარეთ არსებულ სანაპიროზე ისვენებდა მისი პაცეპისტური ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც ლეო ლიზარდმა რომელიც, არანაკლებ სახელგანთქმული მეცნიერი იყო იმავე სფეროში, დაარწმუნა ალბერტი გერმანიიდან მომავალ საშიშროებაში და დაიყოლია მსოფლიოს საფრთხის თავიდან აცილების მიზნით იმაში, რომ მათ პირველებს შეექმნათ ატომური ბომბი, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, რათა განემუხტათ გერმანიიდან მომავალი საფრთხე. ალბათ, აიშტაინი მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისას, რაღა თქმა უნდა, ფიქრობდა იმაზე, რომ თუ მსგავსი მონსტრი იარსებებდა ომს აზრი აღარ ექნებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად აინშტაინი შეცდა, რაც დრომ მალევე ნათელჰყო. ახლა კი ვეცდები თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ არგუმენტებზე რომელზე დაყრდნობითაც მინდა დავასაბუთო აინშტაინის იდეის კრახი და ის, რომ მსოფლიო დღის წესრიგში ატომურ იარაღს წლების მანძილზე არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია მშვდობის დაცვის და ომის თავიდან აცილების კუთხით. 1945 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოგდებულ „ბიჭუნას“ და სამი დღის შემდეგ ნაგასაკის ტერიტორიაზე აფეთქებულ „მსუქანას“ არ მოჰყოლია მშვიდობა.




აშშ, რუსეთი, გერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ჩდ. კორეა და რამდენიმე წყაროს დაუდასტურებელი ინფორმაციით ისრაელიც, ფლობენ აინშტაინის „მონტრს“, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა უნდა მოუტანოს. ლოგიკურია კითხვა დაგვებადოს იმის თაობაზე თუ რა ბერკეტები აქვთ ომიანობის, შეიარაღებული დაპირისპირებების და მსგავსი ინციდენტების ასაცილებლლად იმ სახელმწიფოებს, რომელთაც მსგავსი იარაღი არ გააჩნიათ? ან თუნდაც ჩდ. კორეის და ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები სადამდე მიგვიყვანს? ბოლო მონაცემებით კიმ ჩენ ინის თაოსნობით საწრთვნელმა გაშვებამ აჩვენა რომ შესაძლებელია რაკეტამ დაფაროს მანძილი ნიუ იორკამდე, რაც არც თუ ისე სახარბიელო შედეგია, რამაც კაცმა არ იცის სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს? ასევე აღსანიშნავია აშშ-ს მიერ პროვოცირებული ისრაელის საკითხი და იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებაც. არც პუტინი დგას ნეიტრალურ პოზიციაზე...დღევანდელი ვითარებით ჩვენ მოცემული გვაქვს ოთხი დაპირისიებული სახელმწიფო ბირთვული იარაღით და კიდევ ათეულობით, მის გარეშე. თუ ბირთვულ იარაღს ხელს ჩაშჭიდებს ადამიანი, რომელიც ნაკლებად პროგნოზირებადია რა ბედი ელის კაცობრიობას?



მსგასვი კითხვები, ალბათ, ყველას გვაქვს, მაგრამ გადავიდეთ არგუმენტებზე. ფაქტია, რომ ცივი ომის დროს ორივე ზესახელმწიფო ფლობდა ატომურ ბომბს, მაგრამ აღმოჩნდა რომ შეირაღებაში კოლოსალური რაოდენობის თანხები დაიხარჯა, რამაც შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის დაშლასაც შეუწყო ხელი, თუმცა ეს სხვა საკითხია. რატომ დახარჯა აშშ-მ შეიარაღებაზე 5, 5 ტრილიონი დოლარი ცივი ომის პერიოდში? ქვეყანა, რომელიც ფლობს მასობრივ განადგურების იარაღს რატომ „ყრის“ ფულს შეიარაღებაში? პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება აღარ მოხდება და ომი იქნება ეს თუ შეარაღებული დაპირისპირება, წარიმართება სხვა ყველა საშუალებებით გარდა ბირთვული იარაღისა.


რამდენიმე დღის წინ 2017 წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას 700 მილიარდ დოლარამდე? რამხელა ციფრია ეს? ამერიკის შემდგომ, სტატისტკით ყველაზე მზარდი თავდაცვის ბიუჯეტის მქონე 10 ქვეყანასაც კი არ ექნება ამხელა ბიუჯეტი ამ სფეროში, ერთად რომ შევკრიბოთ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამყარებს ჰანს მორგენთაუს აზრს, რომ მსოფლიო კვლავ რეალიზმის ეპოქაშია და სახელმწიფოს სტატუსს ქვეყნის ინტერესები და ბრძოლის უნარიანობა განსაზღვრავს. ასევეა კენეტ ვოლცის მოსაზრების ავთენტურობაც, რადგან მიუხედავად აინშტაინის მიერ მშვიდობის დამყარების მცდელობისა, მასობრივი განადგურების იარაღის საშუალებით, ნეორეალიზმში კვლავ დაძაბულობაა სახელმწიფოთა შორის, რადგან მიუხედავად ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფოებისა, არ არსებობს არბიტრი და კვლავ „საერთაშორისო ანარქია“ სუფევს სახელმწიფო სისტემებში.



"SIPRI "- სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინტიტუტის ანალზის მიხედვით 2016 წელს მსოფლიოში სამხედრო დანახარჯები კვლავ გაიზარდა 0.4 % ით, რაც 1, 686 მილიარდი დოლარის ექვივალენტურია. კვლევის მიხედვით და ზემოაღნიშნულით ადვილი გამოსაცნობია რომელი ქვეყანაა სიის მოწინავე, დიახ, ეს ნამდვილად ამერიკის შეერთებული შტატებია, 700 მილიარდით, წინა წელს 611 მილიარდით რომელიც 2010 წლიდან თავდაცვის ბიუჯეტის 20 %- ით გაზრდის შედეგია. სიის მეორე საპატიო ადგილს ჩინეთი იკავებს 215 მილიარდით რომელიც 5.4%-თაა გაზრდილი, შემდეგ მოდის რუსეთი 69, 2 მილიარდითა და 5.9%-ანი ზრდით. მეოთხზეა საუდის არაბეთი რომელმაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სამხედრო დანახარჯები 30%-ით შეამცირა რაც 63.7 მილიარდი დოლარია და ბოლოს მეხუთე ადგილს იკვებს ინდოეთი, რომელმაც კოლოსალურად 8.5% ით გაზარდა სამხედრო დანახარჯები 59.9 მილიარდამდე. ალბათ ეს სტატისტიკა საკმარისია არსებული ვითარების სწორად შესაფასებლად, თუ რაოდენ დაძაბულ ვითარებაში იმყოფება კვლავ მსოფლიო, თუმცა მხოლოდ დაძაბულობას, როგორც არგუმენტს, ნუ ვენდობით და უშვალო სამხედრო დაპირისპირებების სტატისტიკას გადავხედოთ ატომური ბომბის შექმნის შემდეგ.



1945-1989 წლებში ოფიციალური მონაცემები ითვლის 210 შეიარაღებულ დაპირისპირებას რომელიც შერაცხულია ომად და გადის „ომების“ ჩამონათვალის კატეგორიაში, 1990-2002 წლები დახლოებით 70-მდე ომს ითვლის, 2003-2010 წლები 40- მდე ხოლო 2011 წლიდან დღემდე 35 მდე გამოვლილი ომია სიის ჩამონათვალში რომლის წყაროც შეგიძლიათ იხილოთ აქ: სია

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ 59 წელიწადში 355 მდე გამოვლილი ომი ნამდვილად არ ასხამს აინშტაინის მიერ მასობრივი განადგურების იარაღით „მშვიდობის“ დამყარების იდეაზე წყალს. იმის დათვლა და ციფრებით გადმოცემა თუ რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ყველაფერს რთულია, ასევე კაცმა არ იცის რა მოხდებოდა აინშტაინს ატომური ბომბი რომ არ შეექმნა, თუმცა რაც მოხდა მას შემდეგ რაც ალბერტმა ეს გააკეთა ნამდვილად არ შედიოდა მის გეგმებში და მშოფლიო მშვიდობის იდეაში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას ის რომ ატომურმა ბომბმა დიდი ცვლილებები ვერ გამოიწვია მსოფლიო მშვიდობის დარგში. უბრალოდ შეცვალა ბრძოლის მეთოდები და სტრატეგია. იმის გარანტია რომ მსგავსი იარაღის გამოყენება კაცობრიობას მოსპობს, პირობაა იმისა რომ იარაღის გამოყენება არ მოხდება და კვლავინდებურად ტრადიცული მეთოდებით წარიმართა და წარიმართება ომები. ამიტომაც შეიძლება დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ: თუ რა აზრი აქვს იმის ქონას რისი გამოყენებაც არ შეგიძლია? ან შეგიძლია მაგრამ არ ღირს გამოიყენო?

0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა ლობჯანიძე
გოგა ლობჯანიძე
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0