x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სამხრეთ აფრიკაში ქალებმა მამაკაცი გააუპატიურეს მას შემდეგ,როდესაც გაურკვეველი სითხე დაალევინეს
image
სამხრეთ აფრიკაში 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ორმა შუა ხნის ქალმა სავარაუდოდ ჯერ ნარკოტიკებით გაჭყიპეს მამაკაცი, შემდეგ კი გააუპატიურეს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი ავრცელებს.


ახალგაზრდა მამაკაცი პოლოკვანში(პროვინიცა ლიმპოპო) მოგზაურობდა ავტოსტოპით, როდესაც გზაში ორმა ქალმა აიყვანა, თუმცა როგორც დაზარალებული აცხადებს, ცოტა ხნის შემდეგ ქალებმა ამოიღეს იარაღი და აიძულეს მამაკაცს რაღაც გაურკვეველი სითხე დაელია, რის შემდეგაც იგი გააუპატიურეს.


ამის შემდეგ ქალებმა იგი ქალაქ ძანინისკენ წაიყვანეს, სადაც გზაში ჩამოაგდეს.


"ძალადობის შემდეგ ქალებმა მამაკაცი ქალაქ ძანინის მიმართულებით წაიყვანეს და უკაცრიელ ადგილზე ჩამოაგდეს, მამაკაცი ამის შემდეგ თავის ფეხით მივიდა ძანინის პოლიციის განყოფილებაში"-განაცხადა ლეინტენანტმა მოაშე ნგოეპემ.



დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ადგილობრივი პრესა წერს, მისი მდგომარეობა სერიოზულია.


ლიმპოპო ზიმბაბვეს ესაზღვრება, სადაც ამას წინათ პოლიცია იძიებდა "სპერმის ბანდიტების" საქმეს, რომლებიც მამაკაცებს თავს ესხმოდნენ იმისთვის, რომ სპერმა გაეყიდათ.


ამა წლის ივლისის თვეში ზიმბაბვეში სამმა ქალმა გაიტაცა 39 წლის მასწავლებელი იმ დროს, როცა გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდა, ანალოგიურად მამაკაცი ნარკოტიკებით გაჭყიპეს და შემდეგ სექსუალურად იძალადეს მასზე.

image

თებერვლის თვეში ასევე ანალოგიურად ოთხმა ქალმა მასწავლებელი გაიტაცეს ბაულავაიოში(სამხრეთ-დასავლეთი ზიმბაბვე), შემდეგ კი ჯგუფურად გააუპატიურეს იგი.



2011 წელს პოლიციამ დააკავა ქალების ჯგუფი გვერუსა და ჰარარეს დამაკავშირებელ გზაზე, რომლებსაც აღმოუჩინეს სპერმით სავსე 31 პრეზერვატივი, რომელიც რიტუალური მიზნებისთვის იყო გათვალიწინებული.



image
მსგავსი სიახლეები


1
310
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
310
  
2017, 13 დეკემბერი, 18:54
ამობრუნდა მგონი სამყარო....
0 1 1