x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეგვიპტელი მომღერალი ციხეში ჩასვეს გარყვნილი ვიდეოკლიპის გამო
image
ეგვიპტელ პოპ მომღერალ შიმას(SHYMA) ორი წელი პატიმრობა მიესაჯა ვიდეოკლიპის გამო, სადაც იგი ნახევრადშიშველია და ორაზროვნად მიირთმევს ბანანს.


25 წლის შაიმა აჰმადი მას შემდეგ დააკავეს, როდესაც ნოემბრის თვეში გამოვიდა მისი ახალი ვიდეოკლიპი "3ndy Zoroof", ვიდეორგოლმა აღაშფოთა ქვეყნის მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილი, როგორც ეგვიპტური პრესა იუწყება, სამშაბათს ეგვიპტურმა სასამართლომ პოპ-მომღერალი დამნაშავედ სცნო "გარყვნილ ქმედებასა და უზნეო კადრების გავრცელების გამო."

ასევე ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა კლიპის რეჟისორსაც.

დაკავებამდე მომღერალმა "ფეისბუქით" ბოდიში მოუხადა საზოგადოებას:"არ მეგონა თუ ეს ამბავი მოვლენების ასეთ განვითარებას გამოიწვევდა და მე ვიქნებოდი ყველა მხრიდან მასიური შეტევის და ლანძღვის ობიექტი".


image

აღსანიშნავია, რომ შარშან ეგვიპტის სასამართლომ სამ მოცეკვავეს 6 თვიანი პატიმირობა მიუსაჯა ვიდოეკლიპში გარყვნილი ქმედების გამო.


ეგვიპტელ მომღერალთა პროფკავშირმა კიდევ ერთ მომღერალს, შერილ აბდელ ვაჰაბს აუკრძალა ორი თვე სცენაზე გამოსვლა "პროვოკაციული პასუხის გავრცელების გამო."

ერთ-ერთი კონცერტის დროს მომღერალს (რომლის ვიდოფირიც არსებობს)დარბაზიდან ჰკითხეს"შეგიძლია შეასრულო სიმღერა "Mashrebtesh Men Nilha"(შენ დალიე წყალი ნილოსიდან?"), რაზეც მომღერალმა უპასუხა:"ნილოსის წყლის დალევამ შესაძლოა გამოწვიოს შისტოსომოზი"(ტროპიკული ჭია-პარაზიტი), სწორედ ამ პასუხის გამო აუკრძალეს მომღერალს ორი თვე სცენაზე გამოსვლა.

იხილე ვიდეო


image

სხვა სიახლეები



0
216
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0