x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ხახვი-წითელი,ყვითელი და თეთრი-რა განსხვავებაა და რომელი უნდა გამოიყენოთ კერძში
ბევრმა ჩვენგანმა დღემდე არ იცის თუ რა განსხვავებაა წითელ, თეთრსა და ყვითელ ხახვს შორის და რომელ კერძში რა შეფერილობის ხახვის გამოყენებაა მიზანშეწონილი. ამის გარკვევაში ეს სტატია დაგეხმარებათ.



image


რეცეპტში მხოლოდ ის წერია, რომ ხახვია საჭირო, მაგრამ რომელი ხახვი? რათქმაუნდა, თუ “სულერთია"-ს პრინციპით იხელმძღვანელებთ, კერძი ამით არ გაფუჭდება, მაგრამ ის გემო, რომელიც სწორად შერჩეული ხახვის წყალობით ექნებოდა, აღარ ექნება.


ყვითელი(ოქროსფერი) ხახვი-მწარე


imageამ ხახვს ყველაზე ხშირად იყენებენ და დიასახლისებთან, სამზარეულოში, მას ყველაზე ხშირად ნახავთ. მძაფრი სუნი და მწარე გემო აქვს, მაგრამ მზადების პროცესში სიმწარე იკარგება და მოტკბო გემოსი ხდება. ეს ხახვი საუკეთესოა კარამელიზაციისთვის. ყვითელი ხახვი შეგიძლიათ გამოიყენოთ: სუპებში, ხორცისა და თევზის კერძებში, მწვადისა და ბარბექიუს, შემწვარი და მოშუშული ხორცის მომზადებისას. უხდება თითქმის ყველაფერს.


ყვითელი (ოქროსფერი) ხახვი-ტკბილი

imageამ ხახვს ვიზუალურად ბევრი ვერც გაარჩევს პირველისგან, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით ადვილად შეამჩნევთ, რომ მას გაცილებით მრგვალი ფორმა აქვს, ძირი კი უფრო მსხვილი. მისი გემო გაცილებით ტკბილი და რბილია პირველისგან განსხვავებით. კერძებში, სადაც ხახვის რგოლებად დაჭრაა აუცილებელი-სწორედ ეს ხახვი გამოიყენება.მაგ: ხახვის სუპი, ხახვის ღვეზელი, შემწვარი და მოშუშული ბოსტნეული, გრატენი...

imageimage

თეთრი ხახვი-ხრაშუნა და მწარე

image

რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ თეთრი ხახვი ტკბილია და სუნს არ ტოვებს. ეს ასე არ არის, მაგრამ ოქროსფერი ხახვისგან განსხვავებით არცთუ ისე მწარეა. ამასთან, ძალიან წვნიანია. მას არცთუ ისე ხშირად გამოიყენებენ კულინარიაში. ძირითადად მწარე კერძებში ხმარობენ, ამიტომ მექსიკურ და ესპანურ სამზარეულოში უფრო პოპულარულია.ამ ხახვით მზადდება სალსას სოუსი, ბოსტნეულის სოტე და სალათები, რომელთათვის “ხრაშუნა" გემოს დამატებაა აუცილებელი.


წითელი ხახვი

imageწითელი ხახვი სიმწარით რამდენადმე ჩამოუვარდება ოქროსფერს და მოტკბო გემო გაჰკრავს, ძლიერი არომატი აქვს და მწარე გემოს ტოვებს. მისი სხვადასხვა ჯიშები არსებობს, ამიტომ შესაძლოა ზოგჯერ უფრო მწარეც აღმოჩნდეს, თუმცა, ძირითადად ყველა დანარჩენთან შედარებით უფრო რბილი გემო აქვს და საუკეთესოა უმად გამოყენებისთვის, სალათებში, მარინადებში, გრილისთვის, ბურგერებისა და სენდვიჩების მოსამზადებლად.

image

შალოტი

imageპატარა, წაგრძელებული ფორმის ხახვი არცთუ ისე პოპულარულია, თუმცა მისი გემო და არომატი ძალიან გავს წითელი ხახვისას. თუ გსურთ კერძს პიკანტურობა შესძინოთ და ამასთან ხახვის მძაფრი გემო არ იგრძნობოდეს-შალოტი საუკეთესო არჩევანია. იდეალურია ვინეგრეტისთვის, ძმრიანი მარინადებისთვის, სოუსების და ბოსტნეულის გარნირის მოსამზადებლად.

0
409
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0