x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში გამოვიდა საბავშვო წიგნი გეი-სანტა კლაუსებზე
image

'სანტას ქმარი, ნამდვილი ისტორია მისტერ და მისტერ კლაუსების"-ასე ეწოდება ამერიკულ საბავშვო წიგნს, რომელიც ამა წლის შემოდგომაზე გამოვიდა გაყიდვაში აშშ-სა და კანადაში.


შინაარსი სრულიად შეესაბამება სათაურს: ამერიკელი სანტა კლაუსი დაქორწინებულია თავის კოლეგაზე, სხვა სანტა კლაუსზე, ამასთანავე მათი ქორწინება სრულიად ტოლერანტულია, ანუ ერთი სანტა თეთკანიანია, ხოლო მეორე შავკანიანი.


ისინი ცხოვრობენ მხიარულად და მეგობრულად, თუმცა არის პრობლემა, ფაბრიკა-ქარხნების მუშაობამ გლობალური დათბობა გამოიწვია, რის გამოც სანტას სახლი შეიძლება გადნეს, ამ დროს მფრინავი ირმები იძულებულები არიან იკვებონ ორგანული საკვებით(ავტორმა როგორც ჩანს სრულად გაითვალიწინა ლიბერელური პროპაგანდა, თანაც ყოველგვარი ირონიის გარეშე), ამასთანავე უნდა მოარიგოს ერთმანეთში პროფკავშირების ელფები, რომლებიც საშობაო საჩუქრებს ანაწილებენ.

image


"თუმცა ისინი(სანტა-კლაუსები) ყოველთვის ნახულობენ დროს აკოცონ და გაამხნევონ ერთმანეთი ჭიქა რძესთან და ორცხობილასთან ერთად"

image

წიგნის ავტორია დანიელ კლიბსმიტი, რომელიც მუშაობს ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ზე სცენარისტად ტელეგადაცემაში "გვიანი შოუ სტივენ კოლბერთან ერთად".

აღსანიშნავია, რომ წიგნი ამაზონზე 30%-იანი ფასდაკლებით იყიდება, ხოლო აუდიოვერსია საერთოდ უფასოდ არის, თუმცა მყიდველი მაინც ძალზე ნაკლებია.


1
59
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
59
  
2017, 13 დეკემბერი, 14:52
საზიზღობაა და ეს ბავშვებისთვის ვინც დაწერა ხელები უნდა დააჭრა კაცმა...
0 1 1