x
image
natia.a
მოამზადეთ ხველის საწინააღმდეგო ტკბილეული სახლში - მარტივი და ეფექტური რეცეპტი
image

გთავაზობთ ხველის საწინააღმდეგო ტკბილეულის მომზადების ძალიან მარტივ რეცეპტს, რომელიც არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატსა თუ საღებავს და, რაც მთავარია, განსაკუთრებით მოეწონებათ ბავშვებს.


დაგჭირდებათ:


  • 2/3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 2 ჩ.ჭ. წყალი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 2 ჩ.კ. თაფლი
  • 2-3 სმ. კოჭას ძირი (გაფცქვნილი და დაჭრილი)
  • 2-3 ხალი მიხაკი (დაფქული)

леденцы от кашля для детей своими руками


ჩაყარეთ შაქარი მომცრო ქვაბში.



леденцы от кашля для детей своими руками фото


ოდნავ მოურიეთ, რომ შაქარი დასველდეს და დადგით ცეცხლზე.


леденцы от кашля для детей своими руками пошагово


ჩაწურეთ ქვაბში ნახევარი ლიმონი, დაამატეთ დაფქული მიხაკი და ნაჭრილი კოჭა.


леденцы от кашля своими руками с имбирем


დაამატეთ თაფლი. დაელოდეთ, სანამ მიღებული მასა დუღილს დაიწყებს, შემდეგ ჩაუწიეთ ცეცხლს დაბალზე.


леденцы от кашля своими руками с имбирем фото


გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე სანამ კარამელიზირებული მასა არ გასქელდება და მუქი ქარვისფერი (ან ჩაისფერი) არ გახდება.


как сделать леденцы от кашля


კოვზის საშუალებით, სასურველი ფორმით დაასხით კარამელი საცხობ ქაღალდზე. თუ ჩხირებზე წამოცმული კანფეტების მიღება გსურთ, დააწყვეთ ქაღალდზე კბილის ჩხირები და მასზე დაასხით კარამელი.

как сделать леденцы от кашля фото


ხველის საწინააღლდეგო კანფეტების მმზადების მეორე ვარიანტი:


  • თაფლი– 300 გ.
  • ლიმონის წვენი – 1-2 ჩ.ჭ.
  • დაფქული კოჭა– 1 ჩ.კ.
მომზადება:


თაფლი, ლიმონის წვენი და კოჭა ავურიოთ ერთად და დავდგათ ცეცხლზე. ვხარშოთ 1, 5-2 სთ, პერიოდულად ვურიოთ. მზად არის თუ არა კარამელი შეგვიძლია გავიგოთ შემდეგნაირად: დავაწვეთოთ თაფლის მასა თეფშზე და თუ სწრაფად გამაგრდება, ესე იგი მზადაა.

image


ჩავასხათ მიღებული მასა სილიკონის ფორმებში და დაველოდოთ, სანამ კანფეტები გაცივდება.


image

სულ 3-4 ამგვარი კანფეტი დღეში და მალე ბავშვები ხველასაც მოიშორებენ. თან კმაყოფილიც დარჩებიან. მით უმეტეს, რომ ყველაფერი დედიკოს ხელით იქნება მომზადებული და თავად ბავშვიც მიიღებს მონაწილეობას.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული ჩურჩხელა და რითი განსხვავდება "ჯანჯუხა"image


2. რა განსხვავებაა თხევად და მყარ საპონს შორის და რომელია უფრო საზიანო? - გაითვალისწინეთ!image


3. თუ ხშირად გაწუხებთ ხველა, რამდენჯერმე დალიეთ ეს სასმელი - ყველაზე ეფექტური მეთოდი!image


4. 5 რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება გრიპისა და გაციები დროს - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!image


5. როგორი არტერიული წნევაა ნორმა სხვადასხვა ასაკისთვის - ეს ბევრმა არ იცის!image


6. როგორ გადავიტანოთ გულის შეტევა მარტო ყოფნისას - ერთადერთი მოქმედება, რომელიც ამ დროს გადაგარჩენთ!image


7. შეცდომა, რომელსაც ხველის მკურნალობისას ვუშვებთ - ექიმი კომაროვსკი გვაფრთხილებს!image

0
893
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0