x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ემართება ორგანიზმს,როცა ტუალეტში გინდათ და თავს იკავებთ
ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, როცა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვინდა, მაგრამ სამუშაოს, ფილმისა თუ სხვა მიზეზის გამო კარგა ხანს ვითმენთ ტუალეტში გასვლას. გაითვალისწინეთ: შარდის შეკავებას შესაძლოა სახიფათო გართულებები მოყვეს!

image1. უხერხული სიტუაცია

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შარდის ბუშტი წყლის ბალონია, რაც უფრო ივსება-მით უფრო მძიმდება. კუნთები, რომლებიც შარდის შეკავებაზე აგებენ პასუხს, ადრე თუ გვიან ვეღარ გაუძლებენ დატვირთვას და შესაძლოა თქვენი გმირული მოთმინება მარცხით დამთავრდეს, მით უფრო, თუ დაახველებთ ან დააცემინებთ.

2.მენჯის კუნთების დასუსტება


მენჯის კუნთები შარდის შეკავებასა და მის გამოყოფაზე აგებენ პასუხს.იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამუდმებით იკავებთ შარდს, მენჯის ჯუნთები მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაშია, რაც თანდათან მათ დისფუნქციას იწვევს. დროთა განმავლობაში კი შესაძლოა შარდის გამოყოფაზე კონტროლი სულ დაკარგოთ. რათქმაუნდა, ეს ერთი ან ორი შემთხვევის შედეგად არ განვითარდება, როცა მაგალითად საცობში მოყევით, ან დიდი ხნით მოგიწიათ გარეთ ყოფნამ, მაგრამ თუ რეგულარულად ხართ მსგავს სიტუაციაში, დროა ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლდეთ.

image3. ხანგრძლივი ტკივილი

თქვენთვის ცნობილია გრძნობა, რომელსაც მაშინ განიცდით, როცა დიდი ხნის თმენის შემდეგ ტუალეტში შესვლისას გრძნობთ? შვების შეგრძნება-როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგრამ, თუ დიდხანს იცდიდით- შვებას მაშინაც ვერ იგრძნობთ, როცა შარდის ბუშტი დაიცლება. თუ დიდი ხნით იკავებდით თავს, მუცლის ქვედა ნაწილში შესაძლოა ტკივილი აღმოცენდეს, რომელიც არც მას შემდეგ გაივლის, რაც ტუალეტით ისარგებლებთ. ეს იმით აიხსნება, რომ კუნთები დიდი ხნით იყო შეკუმშული და ახლა მოდუნებას ვერ ახერხებენ, ტკივილი სპაზმებითაა გამოწვეული.

4.შარდის ბუშტის დაზიანება

შარდის გამუდმებული შეკავებით შარდის ბუშტი გაიწელება, შედეგად, როცა ტვინი ორგანიზმს სიგნალს გაუგზავნის, რომ გამომყოფი სისტემა აამუშავოს, თქვენ ამ სიგნალზე რეაგირებას ვეღარ მოახდენთ. შარდით მისმა გადავსებამ კი შესაძლოა შარდის ბუშტის დახურული დაზიანებები განავითაროს. ამიტომ, ისწავლეთ თქვენი სხეულის მოსმენა და ნუ უგულებელყოფთ მის სიგნალებს.

0
595
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0