x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბუნებრივი მოვლენები, ხშირად ისეთი მაშტაბებისაა, რომ მათ ადამიანის საქმიანობა ვერც კი შეედრება!-ვნახოთ, ზოგიერთი მათგანი

ბუნების ზოგიერთი საოცრება ადამიანის მიერ შექმნილ საოცრებებს ბევრად აღემატება; ჩამოვთვალოთ რამდენიმე მათგანი:

ევერესტის მთა:

მსოფლიოს უმაღლესი მთა, ევერესტი ნეპალისა და ტიბეტის გამყოფ ჰიმალაის ქედზე მდებარეობს. დაახლოებით 70 მილიონი წლის წინათ ის ზღვით იყო დაფარული, მაგრამ დედამიწის შემადგენელი პლატფორმები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც გაჩნდა მთების დიდი ჯგუფი, რომელიც დღესაც იზრდება. ევერესტის სიმაღლე 8850 მეტრია. პირველად მწვერვალზე ასვლა მხოლოდ 1953 წელს შეძლეს ედმუნდ ჰილარიმ და მისმა მეგზურმა თენსინგ ნორგეიმ.

image

ჩრდილოეთის ციალი:

ცისარტყელა და მზის ჩასვლა ყველას უნახავს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ შესწრებია განსაცვიფრებელ ნათებას, რომელიც ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების მახლობლად ჩნდება. კაშკაშა ფერების ელვარება გამოწვეულია გამოსხივებით, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც მზის სხივებს მაგნიტური პოლუსები იზიდავს. ატმოსფეროს დაბინძურების გამო უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთის ციალის ნახვა მხოლოდ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში შეიძლება.

image

ნიაგარის ჩანჩქერი:

კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე "მგრგვინავ წყალს" ნიშნავს. ამ ადგილას მდინარე ნიაგარა წუთში იმდენ წყალს ატარებს, რომ 150 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსებაა შესაძლებელი.

image

კარლსბადის გამოქვაბული:

ნიუ-მექსიკოში მდებარე გვადალუპეს მთები კარლსბადის გამოქვაბულების სამშობლოა. მჟავანარევმა წყალმა კირქვის კლდეში დერეფნებისა და დარბაზების უზარმაზარი ქსელი შექმნა. იგი ცნობილია "დიდი დარბაზით", მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოქვაბულით, რომლის სიგრძე 610 მეტრს აღწევს, სიგანე კი-335 მეტრს. საუკუნეების განმავლობაში მინერალებით სავსე წყალი მრავალფეროვან ნაგებობას ქმნიდა, რომელთა შორისაა სტალაგმიტები და სტალაქტიტები, რომლებიც წყლის დაცემისა და აორთქლების შედეგად ჩნდება და მინერალური ნალექისაგან შედგება.

image

ასევე დაგაინტერესებთ:


ბუნების საოცრებანი, რომელიც თავს ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებენ!

ჩრდილოეთ ამერიკის ათი ულამაზესი ადგილი

ულამაზესი რკონი-აღმოაჩინე საქართველო!

0
487
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0