x
,,მართალი ადამიანი ქვაზე მაგარია" დუშეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატის ექსკლუზიური ინტერვიუ
მინდა შემოგთავაზოთ ინტერვიუ დუშეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა დეპუტატის, 24 წლის დემეტრე ფშაველის (ჩხუტიაშვილის)image
რომელიც უკვე საკმაოდ აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და წარმატებულ ნაბიჯებსაც დგამს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

-დემეტრე, როგორ დაიწყო თქვენი პოლიტიკისკენ მიმავალი ნაბიჯების გადადგმა? -პოლიტიკა ეს ის თემაა რომელიც ბავშვობიდან მაინტერესებდა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი როდესაც ვაქტიურობდი ამ სფეროში, 2007 წლის აქციების დროს სკოლის მოწაფე ჩემი ხალხის გვერდით ვიდექი.

-რა იყო მთავარი მიზეზი პოლიტიკაში ასეთი აქტიურად ჩართულობისა?

-როგორც გითხარით მე სულ აქტიური ვიყავი თუმცა რომ ვუყურებდი ამდენ უსამართლობას, უკანონო პატიმრობას, ადამიანების ჩაგვრას, ტერორს და მოსმენებს, ამის შემდეგ უფრო აქტიური გავხდი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გავხდი დუშეთის მუნიციპალიტეტის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' შტაბის “ახალგაზრდულის''თავმჯდომარე და ამის შემდეგ მთლიანად გადავეშვი პოლიტიკაში.


-გარდა თქვენი პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმულობისა სწავლასთან დაკავშირებითაც იქნებ გვითხრა ორიოდე სიტყვა

-19 წლის ვიყავი პირველად პარლამეტის აპარატში დავიწყე მუშაობა. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, შემდეგ 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 21 წლისამ კენჭი ვიყარე და გავხდი დუშეთის საკრებულოს ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი.2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისას კი ქართული ოცნების პროპორციული სიიდან უკვე მეორე მოწვევის დეპუტატი ვარ დუშეთის საკრებულოში. მიუხედავად დიდი პრობლემებისა მაინც შევძელი სწავლის გაგრძელება. დღესავ მუდამ ვცდილობ ცოდნის გაღრმავებას და გავდივარ მაქსიმალურად მეტ ტრენინგ-კურსებს.

-რა საკითხებს ეხება თქვენი სამომავლო გეგმები?

-ჩემი სამომავლო გეგმები ისარის, რომ მაქსიმალურად ვემსახურო ჩემს რაიონს, ამომრჩეველს და რათქმაუნდა ჩემს ქვეყანას, ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაში ოდესმე პატარა წვლილს თუ შევიტან. ვციქრობ ვიშრომო ბევრი, გავაკეთო მაქსიმუმუ და გავიზარდო კარიერულად.

-როგორც ახალგაზრდა პერსპექტიულ დეპუტატს, გამორიცხული არ არის პირად ურთიერთობებშიც გქონდეთ სიახლე :)თუ გყავს თქვენი რჩეული მეორე ნახევარი?

-რათქმაუნდა მყავს რჩეული რომელიც ძალიან მიყვარს და მასთან სერიოზული ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხშიც გამიმართლა და ყველაზე ლამაზი, ძლიერი და მიზანდასახული გოგონა შემხვდა, რომელიც ყოველდღიურ სტიმულს მაძლევს და ჩემს გვერდითაა სულიერად თუ მორალურად.image

-ახლო მომავალში ალბათ ოჯახის შექმნასაც აპირებთ?

-ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არარის, თაკოს აზრს პატივს ვცემ და როცა ის მზად იქნება ოჯახსაც შესაქმნელად, მაშინ ვიქორწინებთ.

-და ბოლოს, რას ურჩევთ ისეთ ახალგაზრდებს რომლებსაც მოტივი აქვთ თქვენსავით სცადონ ბედი პოლიტიკაში?

-მართალი გზით სიარულს, ვიცი ბევრი მოხვდებათ, ბევრჯერ ექნებათ გულისტკენა, მაგრამ მართალი ადამიანი ქვაზე მაგარია!!!


0
144
შეფასება არ არის
ავტორი:ჭინჭარაული
ჭინჭარაული
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0