x
მეტი
  • 21.04.2018
  • სტატია:76261
  • ვიდეო:328909
  • სურათი:432467
შუა საუკუნეების 6 ყველაზე უჩვეულო იარაღი

imageფარი-ფარანი

ეს ჰიბრიდული იარაღი შეიქმნა რენესანსის დროს და ძირითადად გამოიყენებოდა ღამის დუელებში და ასევე როგორც თავდაცვის საშუალება. ეს უცნაური იარაღი, შვეიცარული არმიის დანასავით იყო. იარაღი შედგებოდა რკინის ფარისგან, რომელზეც იყო მახვილი დამაგრებული. რკინის ხელთათმანისგან, რომელზეც ასევე დამაგრებული იყო რამოდენიმე დაკბილული ან წაწვეტებული დანები. ფარის ცენტრში იყო საჩხვლეტი შუბი. ფარის ზევითა ნაწილში იყო ჭრილი და სწორედ ამ ნაწილში იყო დამაგრებული ფარანი. ფარიკაობის სახელმძღვანელოებში ფარი-ფარანი აღწერილია როგორც იარაღი, შექმნილი მოწინააღმდეგის მახეში მომწყვდევისა და დაჩხვლეტისათვის. ყველაზე კარგად შემონახული ფარი-ფარანი, რომელიც 1540 წელს არის დამზადებული, ინახება ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში.




imageთოფი-ნაჯახი

თოფისა და ნაჯახის კომბინირებული იარაღი გამოიგონეს გერმანიაში, XVI საუკუნის მეორე ნახევარში. არის იარაღის პროტოტიპები, რომლებიც ზომით პისტოლეტს არ აღემატებოდა, და ასევე წაგრძელებული ტარის მქონე იარაღები. ლულის ქვემოთ დამაგრებული იყო ნაჯახი ხელჩართული ბრძოლისათვის და ამგვარად თოფ-ნაჯახები როგორც დისტანციური, ასევე ახლო ბრძოლისათვისაც გამოდგებოდა. უფრო სავარაუოდოა, რომ ამ იარაღს კავალერია იყენებდა, რადგან აღმოჩენილი იარაღების უმრავლესობას, ტარი წაგრძელებული ჰქონდათ. ასევე ეს იარაღები დიდი პოპულალურობით სარგებლობდნენ დიდი ზღვაოსნობის პერიოდში, მეზღვაურებისა და მეკობრეებს შორის.






imageფუტკრების სკა

ამ იარაღს ფუტკრების სკა, არამარტო იმის გამო უწოდეს, რომ ერთდროულად რამოდენიმე ისარს ისროდა, არამედ იმის გამოც რომ ყუთი, რომელშიც ისრები იყო მოთავსებული გარეგნულად ჰგავდა სკას. ბამბუკისგან დამზადებულ ყუთში 32 ისარი ეტეოდა, რომლებიც დენთის გამოყენებით გამოიტყორცნებოდა და საკმაოდ შორი მანძილის დაფარვაც შეეძლო ( 5 საფეხბურთო მოედანი). მას ყველაზე ხშირად მინის დინასტიაში ხმარობდნენ (1368-1644 წწ.). ფუტრების სკას გვერდებზე ჰქონდა თოკები გამობმუბლი, იმისათვის რომ მის მფლობელს, ზურგით ეტარებინა იარაღი. მტრისთვის უფრო მეტი ზიანის მისაყენებლად, ისრის წვერს აალებად ან მომაკვდინებელ შხამში ავლებდნენ ხოლმე, მაგალითად კუპრში ან რიცინში.





imageკატა-რაკეტა

დაახლოებით 1530 წელს, არტილერიის კაპიტანმა, გერმანელმა ფრანც ჰელმმა, წამოაყენა უჩვეულო იდეა ძნელად მისადგომი ქალაქისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ. ეს იყო კატებისა და ასევე ჩიტების, როგორც ცოცხალი რაკეტების გამოყენება. მას აქვს ამ ცოხალი იარაღების საკმაოდ ფერადი ილუსტრაციები. მისი აზრით, მტრის ქალაქში მცხოვრები კატა უნდა დაეჭირათ, დაემაგრებინათ მის ზურგზე ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფითილისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ კატა გაიქცეოდა უკან, თავისი სახლისკენ და შემდეგ აფეთქდებოდა, რაც რა თქმა უნდა მტრისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა. მიუხედავად თეორიულად დასაბუთებული ეფექტურობისა, დადასტურებული ისტორიული სამხილები არ არსებობს იმის შესახებ, რომ კატების ან ჩიტების, როგორც მოძრავი ბომბებისს გამოყენება ხდებოდა ამ პერიოდში.




imageფარი-თოფი

მე-16 საუკუნეში გაჩნდა იდეა თოფისა და ფარის გაერთიანების შესახებ. ამ იარაღის ყველაზე ტიპიური აღწერილობა შემდეგნაირია: რკინის ფარი, რომლის ცენტრში იყო რკინის მილი სადაც თავსდებოდა ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ფარის ზევითა ნაწილში გისოსები მხედველობისათვის. დიდი პოპულარულობით ეს იარაღი არ გამოირჩეოდა, იმისი გამო, რომ ჯარი უფრო მანევრული მაშინ იყო, როცა ფარი და თოფი განცალკევებული იყო ერთმანეთისგან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ იარაღს იყენებდნენ ჰენრი VIII-ის სამეფო დაცვის წევრები.




imageტესენი

ტესენი ცნობილი ასევე, როგორც იაპონური საომარი მარაო, ძირითადად გამოიყენებოდა მდედრობითი სქესის ნინძებს შორის. ერთი შეხედვით ჩვეულებრი აქსესუარი, სინამდვილეში დამზადებული იყო სამართებლივით მჭრელი ფოლადისგან და ხშირად გამოიყენებოდა როგორც იარაღი-სიურპრიზი. სამურაები და ნინძები ხშირად გამოიყენებდნენ ტესენს, როგორც ისრების ამსხლეტ საშუალებას, ასევე სასროლ იარაღად და ზოგჯერ ცურვაში დასახმარებლადაც. სამურაების მწვრთნელ სკოლებში არსებობდა საბრძოლო ხელოვნება სახელად ტესენჯუცუ, რომელიც იაპონური საომარი მარაოს გამოყენებას ასწავლიდა მეომრებს. ტესენჯუცუს დრემდე ასწავლიან ამ ტექნიკის დაუფლების მსურველებს.



0
759
შეფასება არ არის
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0