x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
ახალი წელი საბჭოთა კავშირში -როგორ გააქრეს ნაძვის ხე კომუნისტებმა და შემდეგ როგორ დააბრუნეს უკან

image

ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ახალი წლის აღნიშვნა და ნაძვის ხე აიკრძალა, როგორც "ბურჟუაზიული გადმონაშთი", მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თავად ლენინს და მის მეუღლეს ნადეჟდა კრუპსკაიას გორკაში(დასახლება მოსკოვის ოლქში, სადაც ლენინი ცხოვრობდა)ნაძვის ხის დადგმაზე უარი არ უთქვამთ(თუმცა მხოლოდ საშობაოდ), ასე რომ საახალწლო ნაძვის ხემ 1936 წლამდე "იატაკქვეშ "გადაინაცვლა.უნდა აღინიშნოს, რომ თუ ნაძვის ხეს აღმოგიჩენდნენ სახლში სასჯელი არც თუ მთლად მსუბუქი იყო.



ყველაფერი შეიცვალა 1935 წელს, როდესაც სტალინმა შინაურ წრეში ჩაიბურტყუნა:"ცუდი არ იქნებოდა საბჭოთა ბავშვებს, რომ საახალწლო ნაძვის ხე დავუბრუნოთ, გამოიჩინოს ვინმემ ინიციატივა და მხარს დავუჭერთ."

საქმეც უცებ მოაკვარახჭინდა, 1935 წლის 28 დეკემბერს გაზეთ "პრავდაში" იბეჭდება პარტიული მოღვაწის პაველ პოსტიშევის წერილი, რომ "ახალი წელი, -ეს კარგი დღესასწაულია", ხოლო დღეიდან "საშობაო ნაძვის ხეს" "საახალწლო ნაძვის ხე "დაერქმევა.(მალევე "საბჭოთა ახალი წლის" ინიციატორი რეპერესების მსხვერპლი გახდა, იგი 1939 წელს დახვრიტეს)


image

მოკლედ პარტიული ელიტა უცებ დაფაცურდა და ახალი, 1936 წლისთვის მოსკოვში სვეტებიან დარბაზში მოაწყვეს პირველი ნაძვის ხე ბავშვებისთვის და ახალგაზრდობისთვის, რა თქმა უნდა ბელადის პორტრეტებით დამშვენებული, საბავშვო ბაღების პედაგოგებს დაავალეს სასწრაფოდ დაედგათ ნაძვის ხეები.

რა თქმა უნდა პარტიამ ახალი დირექტივა გასცა, როგორ უნდა მორთულიყო ნაძვის ხე: კენწეროს "წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავით" უნდა მოეწონებინა თავი, ხოლო ნაძვის ხის სათამაშოებს დაემატა ისეთი ატრიბუტები, როგორებიცაა ტრაქტორები, ტანკები, გემები, მატარებლები და ა.შ, ანუ ნაძვის ხეზე უნდა ყოფილიყო ასახული უახლოესი "ხუთწლედის გეგმები".ამავე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა შამპანურის წარმოება და წელიწადში 300 000 ბოთლი შეადგინა.

image

ისე გარდაიცვალა სტალინი, რომ მას საბჭოთა ხალხისთვის ახალი წელი არასდროს მიულოცია, ამ მოვალეობას ასრულებდა სკკპ-ს უმაღლესი საბჭოს წევრი მიხეილ კალინინი, 1941 წელს მილოცვის შემდეგ პირველად აჟღერდა საბჭოთა კავშირის ახალი ჰიმნი, ხოლო 1947 წლიდან ახალი წელი უქმე დღედ გამოცხადდა.


არც ხრუშჩოვს შეუწუხებია თავი, "არავითარი კულტი'ასეთი იყო ხრუშჩოვის პრინციპი, საბჭოთა ხალხს ახალ წელს ცკ სახელით რადიოთი ლეგენდარული წამყვანი იური ლევიტანი ულოცავდა, შემდეგ იგორ კირილოვი, სამაგიეროდ პირველად ხრუშოვის მმართველობის დროს დიდი ქალაქის მოედნებზე დაიდგა ცენტრალური ნაძვის ხეები, ეს მოხდა 1954 წელს.

imageფოტოზე: საახალწლოდ მორთული თბილისი, 50-იანი წლები




1956 წელს კი გამოდის ელდარ რიაზანოვის საახალწლო მხატვრული ფილმი "კარნავალის ღამე", (მთავარ როლში ლუდმილა გურჩენკო)რომელმაც იმ პერიოდში ყველა რეკორდი მოხსნა, ფილმი 49 მილიონმა მაყურებელმა ნახა.



1962 წელს კი პირველად გავიდა ტელეეთერში საახალწლო "голубой огонек"

"голубой огонек"-1985 წელი ალა პუგაჩოვა



"პირველი მერცხალი", ვინც საბჭოთა ხალხს ახალი წელი ტელევიზიით მიულოცა, ეს იყო ლეონიდ ბრეჟნევი 1970 წელს.შემდგომ ეს ტრადიცია სხვა საბჭოთა ლიდერებმა გააგრძელეს.


საბჭოთა პერიოდში საქართველოში რამდენიმე საინტერესო ფილმი შეიქმნა საახალწლო თემაზე, ან რომელიც საახალწლო განწყობას ხაზს უსვამდა ესენია:"ყვავილი თოვლზე"(1959 წელი), "ვერის უბნის მელოდიები"(1973წ), 'კუჩხი ბედინერი"(1978), ანიმაციური ფილმი "კოჯრის ტყის სიზმრები"(1978)"სათადარიგო ბორბალი", (1978) "ნეილონის ნაძვის ხე"(1985)






5
567
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
567
  
2017, 15 დეკემბერი, 10:09
ნამდვილად მასეა
2017, 14 დეკემბერი, 21:16
რუსული მასალები რაც იყო,რუსეთმა უკანვე წაიღო, სსრკ რო დაიშალა და რაც დარჩა, 20-ე ს-ის მთლიანი ისტორია უნიკალური და იშვიათი, საზმაუს ოქროს ფონდი თბილისის ომის დროს დაიწვა თითქმის მთლიანად და ახლა კერძო პირს თუ ექნება სადმე რამე შენახული.
2017, 13 დეკემბერი, 9:19
არადა წესით უნდა იყოს...რუსული მომღერ;ების ჩანაწერები და ვიდეოები ისეთი ძველები დევს, რო....
2017, 13 დეკემბერი, 9:18
მადლობა,ძალიან სამწუხარო ისააა ,რომ გუშინ დიდხანს ვეძებე ვიდეოფირები ქართული საახალწლო 'ცისფერი ეკრანისა" თავში ამომიტივტივდა უამრავი მაშინდელი ჩანაწერი(მაგალითად გამახსენდა თეატრონის "თოვს თოვს თოვს") ფაქტიურად არა ფერი დევს..ძალიან ცუდია რომ არ მოუფრთხილდნენ ძველ ვიდეოჩანაწერებს,ან საერთოდ განადგურებულია,ან თუ დევს რაღაც საშინელი ხარისხისაა,ისიც ალბათ კერძო პირებისა საკუთარი ვიდეოარქივიდან
2017, 13 დეკემბერი, 0:14
საინტერესო იყო მართლაც :)
0 1 5