x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აჩუქე მას, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს!

imageაჩუქე მეგობარს, დას, დედას, ძმას, ყველაზე ცნობისმოყვარეს !!!

რა ვაჩუქო? - ეს ის კითხვაა, რომელიც ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალაური ხდება. საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის საჩუქრის შერჩევა ნამდვილად სასიამოვნო პროცესია, თუმცა დიდ პასუხიმგებლობას მოითხოვს, რადგან ორიგინალური და მოსაწონი საჩუქრის შერჩევა სულაც არ არის მარტივი საქმე. ამ მხრივ "პალიტრა L" თავის მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს და ზუსტად ისეთ საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებს გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანის გემოვნებასა და განწყობას შეიძლება მოვარგოთ.




ყოველი წიგნი ახალი სამყარო და ახალი ემოციაა, ის განსაკუთრებულ საჩუქრად უნდა მივიჩნიოთ, სწორედ ამიტომ პალიტრა L-ის სადღესასწაულო შეფუთვაში წიგნები და საჩუქრები ისე არის შეფუთული, რომ ნებისმიერი ადამიანის გახარებას მარტივად მოვახერხებთ. აი, მაგალითად, თუ დეტექტივების ჟანრის სასაჩუქრე ნაკრებზე შევაჩერებთ არჩევანს, შიგნით გხვდება წიგნი გამოძიებაზე და პლუს საახალწლო საჩუქარი, თუ კულინარია უყვარს ჩვენს ახლობელს, ვაჩუქებთ ნაკრებს გურმანზე, სადაც არის თავმოყრილი წიგნები კულინარიის შესახებ და პლუს საჩუქარი, თუ პატარისთვის ვეძებთ საჩუქარს, არის სხვადახვა საახალწლო ზღაპრები, გასაფერადებლები და ა.შ. რაც მთავარია, საახალწო სასაჩუქრე ნაკრების ფასი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ძალიან ბევრი ახლობელი და საყვარელი ადამიანის გახარებას შევძლებთ საახალწლოდ.
აჩუქე მეგობარს, დას, დედას, ძმას, თინეიჯერს, შეყვარებულს, ყველაზე ცნობისმოყვარეს, გურმანს, ყველაზე პატარას და აქციეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ახალი წელი უფრო ლამაზი და ჯადოსნური.

პალიტრა L- ის საახალწლო შეფუთვების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად, 6.99 ლარიდან, ვაკის, გაგარინის, ისთ ფოინთის და თბილისი მოლი ბიბლუსის ფილიალებში არის შესაძლებელი.

0
107
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0