x
მეტი
  • 25.04.2018
  • სტატია:76380
  • ვიდეო:329024
  • სურათი:432588
მითი და რეალობა ხელყუმბარებთან დაკავშირებით

image მითი ხელყუმბარებზე.
• ხელყუმბარები ფეთქდება ისეთი სიმძლავრით, რომ ანადგურებს მცირე ნაგებობებს, ხოლო ადამიანებს სხვადასხვა მხარეს ჰყრის. ესაა მითი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ეს ხდება ფილმებში ეფექტისათვის და საამისოდ გამოიყენება პიროტექნიკა.
რეალურად ხელყუმბარას არ შეუძლია ძლიერი დაზიანება მიაყენოს ნაგებობას. მეტიც, ყელყუმბარა ყოველთვის არ ჰკლავს ადამიანს მიუხედავად იმისა აფეთქება მოხდება მასთან ახლოს თუ არა.
• ფილმებში ნანახი ხელყუმბარის აფეთქების ეფექტიდან გამომდინარე ბევრს ჰგონია, რომ ხელყუმბარის აფეთქებას თან ახლავს უძლიერესი ხმა და ცეცხლოვანი "ბურთის" წარმოქმნა.
ასეთ ეფექტს ფილმებში ახდენს სპეციალურ ადგილებში განთავსებული დისტანციურად ასაფეთქებელი ბენზინიანი მოწყობილობა. რეალურად ხელყუმბარა ფეთქდება მკვეთრი ხმით და აყენებს მტვრის მცირე ღრუბელს.
• ყელყუმბარის დამცავ რგოლზე გამობმული დამცავი სამაგრის გამოძრობა კბილებით მითია, ეს ხდება მხოლოდ ფილმებში, რადგან რგოლზე გამობმული სამაგრის ბოლოების გასწორების გარეშე რგოლის დახმარებით გამოძრობა ხელითაც კი თითქმის შეუძლებელია. ბოლოების მოკეცვა გაკეთებულია სპეციალურად, ხელყუმბარის რგოლზე გამობმული სამაგრის შემთხვევითი გამოძრობის და ხელყუმბარის აფეთქებისაგან დასაცავად.
• 200 მეტრის რადიუსში ხელყუმბარის მოქმედების შედეგად ყველაფრის განადგურება, ადამიანების ჩათვლით მითია, დილეტანტებს ეშლებათ როცა ფიქრობენ, რომ განადგურების რადიუსი და ხელყუმბარის ნამსხვრევების გაბნევის მანძილი 200 მეტრი ერთიდაიგივეა.
განადგურების რადიუსი ნიშნავს რადიუსს, სადაც მის ზონაში მოხვედრილი ადამიანები იღუპებიან ან დაიჭრებიან ხელყუმბარის ნამსხვრევებით. 200 მეტრის რადიუსში გაფანტული ნამსხვრევის სასიკვდილო ეფექტი კი მინიმალურია.
არსებობს შეტევისას გამოსაყენებელი ხელყუმბარები მცირე რადიუსის (25–40მ ეტრის რადიუსი ) მოქმედებით და არსებობს დაცვის რეჟიმში ყოფნისას გამოსაყენებელი ხელყუმბარები "Ф-1" (რომელიც "ლიმონკის" ზედმეტსახელითაა ცნობილი) რომელთა ნამსხვრევებით განადგურების ზონა ასევე 20 მეტრია, მაგრამ ნამსხვრევების გაბნევის რადიუსი 200 მეტრამდეა.
ეს ნიშნავს, რომ 20 მეტრიან რადიუსში გადარჩენის შანსი მიზერულია, ხოლო 200 მეტრის რადიუსში შესაძლებელია შემთხვევითმა დააზიანოს ადამიანი, მაგრამ სასიკვდილოდ ნაკლებად.

0
444
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0