x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134480
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ენგურით გაყოფილები: აფხაზური გასეირნება









image


1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა. ომის დროს დაიღუპა 20 -დან 30 ათასამდე ეთნიკური ქართველი და 300 000 ადამიანი დევნილად იქცა.


1989 წლის 17 ივლისს ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი შეტაკება მოხდა, რა დროსაც 16 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 140 დაიჭრა.


აფხაზეთის ომის გამწვავების კიდევ ერთი ფაქტორი აფხაზური ძალების ადმინისტრაციული შენობების დაკავება იყო.



ომის ფონზე მძიმე სიტუაცია იყო დასავლეთ საქართველოშიც, დამშეულ მოსახლეობას, რომელსაც რუსეთიდან მოჰქონდა სარჩო მატარებლით გზაზე ხვდებოდნენ და აყაჩაღებდნენ.



საქართველოს ხელისუფლება არწმუნებდა არძიმბას, რომ რკინიგზა უნდა დაეცვათ. არძიმბას, რომელიც ზვიად გამსახურდიას დანიშნული იყო, თუმცა ამ უკანასკნელმა საქართველოს პრეზიდენტს ზურგი აქცია და მიზნად აფხაზეთის დამოუკიდებლობა დაისახა.



აღსანიშნავია, რომ სოხუმში მოხალისეთა ჯარის შექმნა დაიწყო, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.


15 აგვისტოს სიტუაცია უფრო დაიძაბა ჩვენებმა განთიაში დესანტი გააგზავნეს და შეტაკების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ქართული დროშა აფრიალდა.



აფხაზეთის ომში საქართველოს ასევე ზურგი აქცია მთიელმა ხალხმა და აფხაზეთის დასახმარებლად რაზმი გამოაგზავნა.


ომში მონაწილეობდა ჩეჩენი ბოევიკი შამილ ბასაევი, რომელიც აცხადებდა, რომ ბიჭებთან ერთად მოძმე აფხაზეთის დასახმარებლად ჩამოვიდა.


1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზებმა გაგრაში ათასობით ჯარისკაცი შეიყვანა, როგორც ამბობენ მათ გაგებული ქონდათ, რომ საქართველოს მთავრობა ზღვით აპირებდა ჯარისკაცების შეყვანას, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მხედრიონმა მობილიზება მოახდინა და იქაურ პოლიციასთან ერთად სამხედრო შტაბები შექმნა.


პირველი შეტაკება აფხაზებსა და მხედრიონს შორის გაგრა - განთიადის გზაზე მოხდა, სადაც რამდენიმე მხედრიონმა შეტაკება ჩაახშო.


1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ქართველმა სამხედროებმა დატოვეს ტერიტორია, ხოლო პირველ ოქტომბერს ომი ისევ დაიწყო და 2 ოქტომბერს უკვე გაგრა დაეცა. შევარდნაძე ჩავიდა რეგიონში და მოსახლეობა დაამშვიდა: „მალე გავლენ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.“



1992 წლის ოქტომბერში გაგრას შემდეგ საბრძოლო არეალი ოჩამჩირე გახდა., როდესაც რუსული დესანტი ოჩამჩირეში შემოვიდა მათ ადგილობრივი აფხაზები და სომეხები დახვდნენ და არმიას შეუერთდნენ.


1993 წლის 14 მაისს შევარდნაძემ და ელცინმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და 2 თვე ომი შეწყდა.


1993 წლის 24 სექტემბერს სენაკში დუდაევის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვიდა და ზუგდიდში ხმა გავარდა, რომ გამსახურდია ჩამოყვა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს დასავლეთ საქართველომ მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ შევარდნაძე - გამსახურდიას დუელი ქვეყნის საკეთილდღეოდ არ დასრულდებოდა.


გამსახურდია, როგორც ჯერ კიდევ ქვეყნის ლიდერი მოუწოდებდა ქართველ მებრძოლებს, რომ სჯობდა ერთიანი გეგმის შემუშავება, თუმცა ფაქტი ერთია ამ ომს წინასწარ ყავდა დამარცხებული და ეს საქართველო იყო.


ჟიული შარტავას ფაქტორი:


როგორც ამბობე, შარტავას დაურეკეს, რომ ახლოს იყო მტერი თუმცა შარტავამ განაცხადა, რომ "მე ჟიული შარტავა ვარ". გავრცელებული ინფორმაციით ის ადგილზე დახვრიტეს.


0
100
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0