x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მე ვაჩვენე, როგორ იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა ვაჩვენებ, როგორ შეიძლება მოკვდეს - სააკაშვილი
image

მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.


„მე არ მეშინია, მათ შეუძლიათ მომკლან, მაგრამ ვერასდროს მოკლავენ უკრაინულ ერს. იცხოვრო გისოსებში, იყო ოლიგარქის პირადი პატიმარი - მე საკუთარი თავი ტყვედ მიმაჩნია, უკრაინელი ოლიგარქის ტყვედ, ვლადიმერ პუტინისა და ყველა იმ ბინძური ძალის, რომელიც უკრაინას ანადგურებს. თავი დაკავებულად არ მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ ვარ სამხედრო ტყვე, რადგან ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. ისინი ვერ გაერთობიან ჩემ გისოსებს მიღმა ყურებით, ისინი ჩემს ღირსეულ შიმშილობას ნახავენ. მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა კი ვაჩვენებ, როგორ შეიძლება მოკვდეს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდეს, სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელები ამაზე დათანხმდებიან.



"ვაიმე, ეგ ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მე არ მეშინია. თუ უკრაინელები გამოატანენ ჩემ თავს, კი, მაგრამ თუ არ გამოატანენ, ჩემი თავი შემოევლოთ, მერე დაიწყება მაგათი თავდავიწყება. აქ ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ ვარდების რევოლუცია მაგათთვის მონაგონია. აქ ვარ ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს ყველაზე დიდი მოძრაობის წყარო და ლიდერი. საქართველო კი ჩვეულებრივად იქნება ამის ნაწილი", - პასუხობს სააკაშვილი.


მიხეილ სააკაშვილი კიევში 9 დეკემბრის ღამეს დააკავეს, მან იზოლატორში 2 დღეზე მეტი გაატარა. მას დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.


ამავე თემაზე: ქართველი ერი ვერ აიტანს მესამე პრეზიდენტის ოთხ კედელში ყოფნას

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0