x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ქართველი ერი ვერ აიტანს მესამე პრეზიდენტის ოთხ კედელში ყოფნას
image

ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარი რომან გოცირიძე კიევში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი შეფასებით, ქართველი ერი ვერ აიტანს მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.


„ქართველი ერი ვერ აიტანს მესამე პრეზიდენტის ოთხ კედელში ყოფნას, “ - აღნიშნავს რომან გოცირიძე.


ამ წუთებში კიევის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებისა და დაცვის მხარის გარდა, სასამართლო დარბაზში იმყოფებიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსის მეუღლე და აგრეთვე უკრაინული ოპოზიციური პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო.



„მე არ მეშინია, მათ შეუძლიათ მომკლან, მაგრამ ვერასდროს მოკლავენ უკრაინულ ერს. იცხოვრო გისოსებში, იყო ოლიგარქის პირადი პატიმარი - მე საკუთარი თავი ტყვედ მიმაჩნია, უკრაინელი ოლიგარქის ტყვედ, ვლადიმერ პუტინისა და ყველა იმ ბინძური ძალის, რომელიც უკრაინას ანადგურებს. თავი დაკავებულად არ მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ ვარ სამხედრო ტყვე, რადგან ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. ისინი ვერ გაერთობიან ჩემ გისოსებს მიღმა ყურებით, ისინი ჩემს ღირსეულ შიმშილობას ნახავენ. მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა კი ვაჩვენებ, როგორ შეიძლება მოკვდეს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


მიხეილ სააკაშვილი კიევში 9 დეკემბრის ღამეს დააკავეს, მან იზოლატორში 2 დღეზე მეტი გაატარა. მას დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0