x
ეროვნულ გამოცდებზე მოუმზადებლად გასული გორელი გოგონას შედეგები (დამსხვრეული სტერეოტიპი)
დავიწყებ იმით რომ ეს გოგონა მაკა გოგიძეა დევნილი, რომლის ოჯახიც ომის შემდეგ ქალაქ გორში გადმოასახლეს.image
მაკა უნიჭიერესი მოსწავლე იყო სკოლაში, კარგად ფლობდა და ითვისებდა საგნებს, უცხო ენებს და სკოლა მასზე დიდ იმედს ამყარებდა, თუმცა მაკამ ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი და აქედან გამომდინარე ბოლო ერთი წელი აღარც სკოლაში უვლია. image

ყველა ფიქრობდა რომ მისი ცოდნა დაიკარგებოდა რადგან სიტყვა “ოჯახი'' არ არის მარტივი ცნება და რატომღაც საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ის აზრი რომ თუ ოჯახი გაქვს ეს ნიშნავს რომ ვერ ისწავლი, ვერ გახვალ საზოგადოებაში და დეგრადირდები განვითარების ნული პერსპექტივით...

თუმცა ამ გოგომ ეს სტერეოტიპი მალევე დაამსხვრია!მიუხედავად იმისა რომ მას ბოლო ერთი წელი არ მოუხერხდა სკოლაში სიარულირადგან პატარა მარიამი შეეძინაimage
მაინც არ დაყარა ფარ ხმალი და სრულიად მოუმზადებლად ეწვია ტირძნისის სკოლას (მაშინ უკვე იქ ქონდა გადატანილი საბუთები ფორმალურად) და ასე მოუმზადებლად გავიდა საატესტატო გამოცდებზე .

გოგონამ მთელი დირექციის გაოცება გამოიწვია გამოცდებში აღებული ქულებით მაშინ როდესაც ზოგიერთი მოსწავლე დღეს არ აცდენს სკოლის, ემზადება და ატესტატსაც კი ვერ იღებს.


თუმცა ეს ყველაფერი არარის, მაკა როგორც ასეთი ნიჭიერი მოსწავლე და კარგი დედა, ეროვნულ გამოცდებზეც წარბშეუხრელად გავიდა ასევე ყოველგვარი მომზადების გარეშე და იქაც ასახელა ოჯახი მეუღლე და მასწავლებლები.

დღეს მაკა გოგიძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის წარმატებული სტუდენტია და მას არაერთხელ აქვს ნატქვამი რომ მადლობას უხდის ოჯახს, საკუთარ მშობლებს რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს მის მიზანმიმართულობასა და წარმატებაში. მაკას შესანიშნავი მეუღლე და შვილი ყავს და სულ მალე მეორე პატარაც შეემატება მათ ლამაზ ოჯახს.

ასეთი შემართებული, მიზანდასახული და ნიჭიერი ადამიანები ძალიან ჭირდებაჩვენს ერს განვითარებისათვის. ვუსურვოთ ამ ლამაზ ნიჭიერ გოგონას მეტი წინსვლა და წარმატებები მომავალში.

0
249
შეფასება არ არის
ავტორი:ჭინჭარაული
ჭინჭარაული
249