x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"პატარა ფეხი" - ადამიანთა უძველესი წინაპარი აღმოჩენილია
უძველესი ადამიანი


1990 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სტერქფონტეინის გამოქვაბულში, მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა ადამიანის დღემდე ცნობილი უძველესი წინაპარი, რომლის ჩონჩხიც თითქმის სრულად და აქამდე აღმოჩენილთა შორის საუკეთესოდააა შემონახული.

ის ცხოვრობდა 500, 000 წლით უფრო ადრე, ვიდრე მსოფლიოში ცნობილი "ლუსი" - 3.67 მილიონი წლის წინ. მას უწოდეს "პატარა ფეხი" და ის ადამიანთა (ჰომო საპიენსთა) პირდაპირი წინაპარია. ლუსი აღმოაჩინეს ეთიოპიაში. პალეონტოლოგები აქამდე ფიქრობდნენ, რომ ადამიანის წინაპრები მხოლოდ ეთიოპიის და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე ცხოვრებდნენ, მაგრამ ახალი აღმოჩენებით ირკვევა, რომ ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ 3.6 მილიონი წლის წინ მოდებულნი იყვნენ მთელი აფრიკის კონტინენტს.


როდის ცხოვრობდა "ლუსი" და "პატარა ფეხი"



ამ არსებას- "პატარა ფეხად" წოდებულს, ჰქონდა 48 ქრომოსომა, ხოლო ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, მის შთამომავლებში მოხდა მუტაცია, რომელმაც 2.8 მილიონი წლის წინ წარმოქმნა გვარი "ჰომო" ანუ ადამიანი 46 ქრომოსომით. "პატარა ფეხი" კი მიეკუთვნება "ავსტრალოფიტეკუს პრემეთეუსს". ისინი ავსტრალოფიტეკუს აფარენზისის გვარის ჰომინიდებთან თანაარსებობდნენ აფრიკის კონტინენტზე.

0
214
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0