x
როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი
ყველას აინტერესებს როგორ მივხვდეთ თაფლი ნატურალურია თუ არა, ხშირად უჩნდება მყიდველს კითხვა თაფლის შეძენისას “ხომ ნატურალურია?სამკურნალოდ მინდა''და ასე შემდეგ...მე კი შევეცდები ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ უნიკალურ პროდუქტზე.




image

თაფლი როგორც მოგეხსენებათ ერთერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია გაყიდვების ბაზარზე.მას აქვს უამრავი დადებითი სამკურნალო თვისება, იგი შეიცავს ვიტამინებს, ფერმენტებს, მინერალებს, აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი პატარებისათვის ესაა იმუნური სისტემის გაძლიერება, რასაც ნატურალური თაფლი საუკეთესოდ ახერხებს.უსასრულოდ შეიძლება ვისაუბრო თაფლის დადებით თვისებებზე, მაგრამ მოდი შევეხოთ ჩვენთვის უფრო საინტერესო თემას თაფლის ამოცნობას.

ხშირად თაფლს აფასებენ ფერით, რაც არასწორია!პირველრიგსი უნდა გვახსოვდეს რომ როდესაც თაფლი ძალიან მუქი და მომწარო გემოსია, ეს ძირითადად წაბლისგანაა დამზადებული ფუტკრის მიერ და უძლიერესი სამკურნალო თვისებები აქვს წაბლის თაფლს რასაც მედიცინის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.ასევე შეიძლება თაფლი იყოს მოწითალო ოდნავ მომწარო გემოსი და გემომ დაგვაეჭვოს, თუმცა ეს კუნელის თაფლია და დიდი სამკურნალო ზემოქმედება აქვს ბრონქებზე, ფილტვებზე.ასევე შეიძლება შეგვხვდეს ღია ყვითელი ფერის თაფლი რომელიც ხშირია მთიან რეგიონებში და ის ცაცხვის ყვავილისგან მზადდება.მოგეხსენებათ ცაცხვის უამრავი სამკურნალო თვისება, ეს ყველაფერი კი ცაცხვის თაფლში იყრის თავს.


ნამდვილი თაფლის საიდუმლო რომ გამეგო ერთერთ გამოცდილ მეფუტკრეს არჩილ ჭინჭარაულს გავესაუბრე რომელიც ფშავის ერთერთ მაღალმთიან სოფელ “შარახევში'' ცხოვრობს.image
მან მეფუტკრეობა ადრეულ ასაკში დაიწყო, რაც სრულიად შემთხვევით, ხის ფუღუროში ფუტკრის აღმოჩენით მოხდა.მოგეხსენებათ იგი გამოცდილი მეტყევეა და მის საქმიანობამ პირველი ფუტკრის ოჯახის აღმოჩენას შეუწყო ხელი.image
ამის შემდგომ მან მოიძია უამრავი მასალა მეფუტკრეობაზე და ბოლოს თავადაც წარჩინებული მეფუტკრე გახდა წლებთან ერთად.ამჯამად სამას სკამდე ფუტკრის ოჯახი ყავს და დღემდე ამ საქმიანობითაა დაკავებული.

მან გვითხრა რომ ;

1-ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად დამზადებული თაფლისაგან.რადგან ხელოვნურ “იაფფასიან'' თაფლს არანაირი არომატი არაქვს გარდა შაქრის გემოსი.

2-ნატურალური არამხოლოდ ტკბილი, არამედ ოდნავ ყელის მწველიც უნდა იყოს დაგემოვნების ბოლოს

3-ნამდვილი თაფლი უნდა იყოს სქელი კონსისტენციის და წელვადი კოვზით მისი ჭურჭლიდან ამოღებისას.

4-თაფლი ძნელად უნდა იხსნებოდეს ცხელ წყალშიც კი თუ ის ნატურალურია.

და რათქმაუნდა

5- უნდა ქონდეს გასაოცარი ეფექტი სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისა.

0
257
შეფასება არ არის
ავტორი:ჭინჭარაული
ჭინჭარაული
257