x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ჯაიანს ხვალ დაკრძალავენ
image


მსახიობ დიმიტრი ჯაიანს ხვალ საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.


საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში, დღეს 12:00 საათიდან გაიმართება.


ქართველი მსახიობი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი 67 წლის ასაკში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.



ბიოგრაფია

დიმიტრი ჯაიანი

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.ბიოგრაფია
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით 1973 წელს.


1973 წლიდან სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი(იბსენი, "ბრძოლა ტახტისათვის"), ელიზბარ ერისთვი(გ. ბათიაშვილის, "1832") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "პირველი მერცხალი" (1975), "ოგარიოვის 6" (1980), "ვინ არის მეოთხე?" (1985), "სტალინის დაკრძალვა" (1989). 2013-2017წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.


წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 427


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
  • თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1973-)
  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, წევრი (1981-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1995 - სახელმწიფო პრემია
  • 1989 - საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი
0
37
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0