x
მეტი
  • 21.04.2018
  • სტატია:76260
  • ვიდეო:328909
  • სურათი:432467
,,ბავშვი ძირს ეგდო" -ამბობს თვითმხილველი

ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანიდან ოთხი ამდრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის კურსს გადის.ამასთანავე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ერთ-ერთ დაშავებულ ქალს, რომელსაც მესამე ხარისხის დამწვრობა და თავის ქალის ღია ტრამვა აქვს.

image

ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.ახვლედიანის ქუჩაზე მთლიანად დაზიანებულია ხანძრის შედეგად თორმეტ ნომერში მდებარე სამ სართულიანი კორპუსი, თუმცა არამარტო ეს, ხანძარმა მიმდებარე კორპუსიც და ახლომდგომი სატრანსპორტო საშუალებებიც დააზიანა.

image

ამ ყველაფრის ფონზე ცხრა ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ. ხოლო ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.ჯერ უცნობია რამდენად ვარგისიანია მთავრობის მიერ დროებით შეკეთებული სახურავები, რადგან შეიძლება ამ ბინებში დარჩენამ ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.


ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში თვითმხილველი ხათუნა გოგიძე ამბობს:

“სრული აპოკალიფსი იყო, ბავშვი ეგდო ძირს რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, ილეწებოდა ყველაფერი, გონზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, საცხოვრებელი უვარგისია, გადახრილია მთელი კორპუსი...''

ადგილზე იყო მისული ბათუმის მერიც, რომელიმ მზადაა დაეხმაროს დაზარალებულებს.

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:ჭინჭარაული
ჭინჭარაული
79