x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცი და შოპინგი-ოჰ,ეს საშინელი ტანჯვა
image

მით უმეტეს ახალი წელი ახლოვდება და ბევრი მამაკაცს ეს პროცესი არ ასცდება, მთელი შიდა რეზერვების მობილიზება უნდა მოახდინონ, რომ ამ მძიმე, დამქანცველ რიტუალს გაუძლონ.


ეს არც ქორწილისთვის სამზადისია და არც ჯარში გაწვევის პროცესი, ეს გახლავთ ქალთან ერთად სავაჭრო ცენტრში წასვლა-"ღონისძიება", რომელიც ნებისმიერ ნორმალურ მამაკაცში იწვევს ნერვიულ სტრესს და როცა წარმოიდგენენ რა ელით წინ, ცივი ოფლი ასხავთ.


მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ალბათ ვერც ვაცნობიერებდი, როდესაც მანქანაში მომლოდინე მამა ნერვიულად დაჰკრავდა ხოლმე საჭეს ხელს:"გამაგიჟებს, სად არის ამდენი ხანი ეს ქალი?ნუთუ ამდენი ხანი უნდა ერთი რამეს ყიდვას?"შემდეგ ამ პროცესის "მთელი მომხიბვლელობა" საკუთარ თავზე გამოვცადე, როდესაც ოჯახი შევქმენი და ცოლმა ზუსტად 2, 5 საათი მატარა მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხსაცმელი და ქურთუკი შეეძინა....



მამაკაცის ფსიქოლოგია სულ სხვაა ამ მხრივ, იულიუს ცეზარის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ ასეთ ფორმულას მივიღებთ:"მივედი, ვნახე, ვიყიდე".


მამაკაცი წავიდეს ქალთან ერთად სავაჭრო ცენტრში ნამდვილი დაცინვაა, მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელ სავაჭრო ცენტრების უმეტესობაში კაფეებია, სადაც მამაკაცი ყავას ან ლუდს დალევს, კედელზე დაკიდებულ ტელევიზორს თვალს შეავლებს, ან მობილურით ითამაშებს, ლოდინი მაინც უსაშველოდ იწელება.


მაშ ასე, ქვემოთ წარმოგიდგენთ ფოტორეპორტაჟს მთელი მსოფლიოდან :"მამაკაცი და შოპინგი"


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

1
35
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
35
  
2017, 11 დეკემბერი, 10:01
:დდდ ჰოდა ამიტომ დავდივარ საყიდლებზე ყოველთვის მარტო.
0 1 1