x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ის მდიდარ ქმარს ეძებდა ინტერნეტ-ქსელში. აი, რა უპასუხა მას ბანკირმა
image


ეს გოგონა მდიდარ ქმარს ეძებდა გაცნობის ფორუმების საშუალებით. მან დაწერა:

" მე არ ვაპირებ ვიცრუო, თუ რისთვის ვარ აქ. წელს 25 წლის ვხდები. ძალიან მომხიბვლელი ვარ. კარგი გემოვნება მაქვს. მინდა ცოლად გავყვე ბიჭს, რომელიც წელიწადში 500 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე ანგარება მამოძრავებს. მაგრამ არა. ეს ასე არ არის. გასაგებად რომ ვთქვა: ნიუ-იორკში ის, ვინც მილიონ დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში, საშუალო ფენის წარმომადგენლად ითვლება. მე არ მსურს ვიყო ღატაკი. ჩემი პირობები არც თუ ისე ძნელი შესასრულებელია. არის ვინმე ამ საიტზე, ვისი წლიური შემოსავალიც 500 ათასი დოლარია? თუ თქვენ უკვე ყველა ცოლიანი ხართ? და კიდევ ერთი შეკითხვა: "რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თქვენნაირ მდიდარს გავყვე ცოლად?"
ყველა, ვისაც ადრე ვხვდებოდი, გამოიმუშავებდა 250 000 დოლარს წელიწადში. მე ვთვლი რომ ეს ჩემი მაქსიმუმია. თქვენ, შეგიძლიათ მიპასუხოთ რამდენიმე შეკითხვაზე? მაგალითად:
1) თქვენ – მდიდარი უცოლოები– ჩვეულებრივ, სად იმყოფებით? (გთხოვთ, დამიწერეთ თქვენი საყვარელი კაფე- ბარები, რესტორნები, სპორტული დარბაზები, სასურველია მისამართებით).
2) რა ასაკის მამაკაცი ჯობია დავისახო მიზნად?
3) რატომ არიან მდიდრების ცოლების უმრავლესობა– ასეთი შეუხედავები?
4) საიდან იცით, ვინ გამოგადგებათ ცოლად, და ვინ - მხოლოდ გოგოდ? უბრალო გოგოს როლი მე იმდენად არ მაინტერესებს, როგორც მომავალი ცოლის როლი.
მოუთმენლად ველოდები თქვენს პასუხს.


თქვენი ლამაზმანი".




აშშ-ს ერთ-ერთი მსხვილი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ამგვარად უპასუხა:






" პატივცემულო ლამაზმანო!


მე დიდი ინტერესით წავიკითხე თქვენი შეტყობინება ფორუმზე. ვფიქრობ, მრავალ გოგონას უჩნდება მსგავსი აზრები. ნება მიბოძეთ გავაანალიზო თქვენი სიტუაცია ინვესტირების თვალსაზრისით.





ჩემი წლიური შემოსავალი - 500 ათას დოლარზე მეტია წელიწადში. ეს სწორედ ისაა, რასაც თქვენ ეძებთ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დროს ტყულად არ ვკარგავ. როგორც ბიზნესმენმა, შემიძლია გითხრათ, რომ ცოლად თქვენი მოყვანა – წარუმატებელი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი მარტივადაა. მოდით, აგიხსნით რატომ.


ის, რის გაკეთებასაც თქვენ ცდილობთ, – ბარტერია, გაცვლა "სილამაზისა" "ფულზე", სხვაგვარად რომ ვთქვათ ერთი სუბიექტი ყიდის სილამაზეს, ხოლო მეორე სუბიექტი იხდის ამისთვის ფულს. თითქოს ამაში ცუდი არაფერია.

მიუხედავად ამისა, დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი სილამაზე დაჭკნება, ჩემი ფული კი გასაგები მიზეზების გამო არ დაიკარგება. მომავალში, ჩემი შემოსავალი გამრავლდება, თქვენი სილამაზისგან განსხვავებით.


სხვა ენით რომ ვთქვათ, ჩვენ - ორი აქტივი ვართ. ჩემი თვითღირებულება ზრდადია, თქვენი - დაეცემა. დაეცემა გეომეტრიული პროგრესიით.




წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან ურთიერთობა- ვაჭრობის აქტია. ისეთივე, როგორიც ნებისმიერი ვაჭრობა უოლ სტრიტზე, სადაც მათ თავისი პოზიციები აქვთ.

თუ თქვენი, როგორც აქტივის საბაზრო ფასი- დაეცა, მაშინ ჩვენ მას გავყიდით. ფლობდე ასეთ აქტივს - უბრალოდ უაზრობაა. იგივეა ქორწინებასთან დაკავშირებით, რისკენაც თქვენ ასე ისწრაფვით. სასტიკად ჟღერს, მაგრამ სწრაფად და აქტიურად გაუფასურებადი აქტივების საკითხის ორტიმალურად გადაწყვეტის გზა – მათი გაყიდვა ან გაქირავედაა.


ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც წელიწადში 500 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, არ შეიძლება იყოს სულელი. რა თქმა უნდა, ისეთები, როგორიც მე ვარ, ყოველთვის შეგხვდებითხოლმე, მაგრამ არ ვიქორწინებთ თქვენზე.

ჩემი რჩევა ასეთია – შეეშვით ამ ძიებას. უმჯობესია ეძებეთ გამდიდრების მეთოდები და წელიწადში ეს ფული დამოუკიდებლად თქვენვე გამომუშავეთ. მაშინ, მდიდარი ბრიყვის პოვნის შანსიც გაიზრდება.



იმედს ვიტოვებ, ჩემი პასუხი გამოგადგებათ".


კარგი პასუხია თუ ცუდი?

თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო ამ თემაზე?




იხილეთ ასევე:

1."როგორ უნდა სცემო სწორად ცოლს"- (ინსტრუქცია მუსულმან ქმარს, შარიათის მიხედვით)



2. საკუთარ შვილიშვილზე შემთხვევით დაქორწინებული მოხუცი მილიონერი



3. დაოჯახებულმა მამაკაცმა ღამე გაატარა გოგონასთან 500 დოლარად და ...


7
1193
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1193
  
2017, 15 დეკემბერი, 13:55
ზუსტად აფასებ სიტუაციას.....
2017, 15 დეკემბერი, 13:13
100 %.....
2017, 15 დეკემბერი, 10:32
ამიტომ ნინო ...სიყვარული უპირველეს ყოვლისა)))) და არა ანგარებაზე აგებული უღთიერთობა გინდა ქალის და გინდა კაცის მხრიდან
2017, 15 დეკემბერი, 10:29
აააააა.....ოოოოოოო.....მდააააა
2017, 15 დეკემბერი, 10:28
ვრცლად რომ, არ გამომივიდეს მდიდარი კაცს თუ მოუნდა იმ სილამაზეში "დროებით ინვესტიციას" ჩადებს,თან სხვადასხვაში და არა წლობით "ნაქირავებში"
2017, 15 დეკემბერი, 10:17
ხოოო? როგორ დამაინტერესა შენებურმა ვარიანტმააააა?
2017, 15 დეკემბერი, 10:15
თან ძაან მაგარი..შენ წარმოიდგინე უფრო კარგი პასუხიც შეიძლებოდა
0 1 7