x
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

image

ადამიანი ამოუცნობი ფენომენია...მეცნიერებს დღემდე ბოლომდე ვერ დაუსაბუთებიათ ისეთი ფაქტები როგორიცაა სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ, სულის რეინკარნაცია და ასე შემდეგ.ბუნებრივია თვითოეულ ადამიანს, დიდს თუ პატარას გვიჩნდება კითხვა: “არის მართლაც შესაძლებელი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?" ამ თემასთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს; მეცნიერებს, სასულიერო პირებს, თეოლოგებს და საშუალო განათლების მქონე ადამიანებს. გააჩნია რა განხრით მივუდგებით თემის შესწავლას;დავეყრდნობით ფაქტებს თუ უბრალოდ თეორიაზე ვიქნებით მინდობილნი.


არსებობს საკითხის დადასტურების ორი პრინციპი:ფაქტობრივი და თეორიული. თეორიულად რომ განვიხილოდ ზემოთხსენებული თემა ანუ სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ, ეს არანაირად არ იქნება დადასტურებული როგორც თეორიის ერთერთი მოცემულობა. ვინაიდან კაცობრიობა ოდითგანვე ორიენტირებულია მარტივი ინფორმაციის ტვინისათვის სწრაფად მიწოდება-აღქმაზე(საუბარია ძირითადად დაბალი განათლების მქონე ფენაზე, ან უსახსრობით გამოწვეულ დაბალი სოციუმის ფონზე მცხოვრებლებზე რაც საკმაოდ დიდი რიცხვია მსოფლიოში). აქედან გამომდინარე ასიდან ერთს თუ უფიქრია გაეღრმავებინა ცოდნა თუნდაც ამ და სხვა საკითხების მხრივ უფრო მოცემულობით რთულ ინფორმაციის გადამუშავებაზე და სერიოზულად დაფიქრებაზე ზოგიერთი თეორიებისა. ამიტომ თეორია თეორიად რჩება, ხოლო ფაქტები ფაქტებად რასაც ქვემოთ განვიხილავ ორიოდე სიტყვით.


რაც შეეხება ფაქტებით დადასტურებას სულის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის, ფაქტები ამას ნათელყოფენ და უამრავი ფაქტის მაგალითად მოყვანა შეგვიძლია ადამიანებს.მრავალი ადამიანი არსებობს რომელიც ყვება თუ როგორ მოხვდა ჩვენს პარალელურ სამყაროში, როგორ ნახა სამოთხე და ჯოჯოხეთი, ამ ყველაფერზე სასულიერო პირებსაც რათქმაუნდა თავისი მოსაზრება აქვთ.ისინი ადასტურებენ რომ მართლაც არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ რადგან სიკვდილი მხოლოდ სხეულის დაცემაა და სული არ კვდება.სასულიერო პირები ნათლად ხსნიან სიტყვა “გარდაცვალების" არსს.ისინი ამბობენ რომ სიტყვა თვითონ მიგვანიშნებს თუ რას ნიშნავს გარდაცვალება, ანუ სხეულიდან სულის გასვლა (გარდაცვლა, იგივე გარდაცვალება)



და მაინც, ამოვხსნით კი ოდესმე კაცობრიობა ამ დიდ საიდუმლოს, ამ შეუცნობელს?ჩვენი ცხოვრებისეული პრაქტიკული მოცემულობების კიდევ უფრო გასამყარებლად გთავაზობთ ვიდეოს სტატიის ბოლოს სადაც არაერთი მაგალითია მოყვანილი სულის არსებობაზე გარდაცვალების შემდგომ.

0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:ჭინჭარაული
ჭინჭარაული
96