x
ქართველი მოჭიდავის წარმატება იტალიაში

image

image


19 წლის ძიუდოისტი ჯიმი ჭინჭარაული უკვე რამდენიმე წელია იტალიაში აქტიურად მოღვაწეობს სპორტის ერთ-ერთ სფეროში-ჭიდაობაში. ის 2011 წელს წავიდა იტალიაში და იქ აგრძელებს დასახული მიზნების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებას.

ჯიმი ჭინჭარაული 2011 წლამდე გორის სპორტულ სკოლაში ვარჯიშობდა, მის წინსვლასა და წარმატებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბატონ გიორგი საბიაშვილს. ისიც ქართველია და ისიც იტალიასი მოღვაწეობს თავისი პროფესიით და სხვებთან ერთად ჯიმისაც კიდევ და კიდევ აყვარებს სპორტს, უფრო მოტივირებულს ხდის მიზნების მისაღწევად და უზიარებს თავის გამოცდილებებს...



ბატონი გიორგი ამბობს, რომ უდიდეს იმედს ამყარებს ჯიმიზე და სამომავლოდ უამრავი გეგმები აქვთ. უკვე არაერთხელ გაახარა ჯიმიმ გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და სრულიად ქართველები....

მას არაერთი მოგება აქვს, მედალი თუ თასი, ხოლო იტალიის თასზე ევრიპის პრიზიორი, ასევე ძლიერი მოწინააღმდეგე ერმეს ტოლოჩინი დაამარცხა, რაც სასიხარულოა თითოეული მისი გულშემატკივარისთვის.




ჯიმის ჰყავს უმცროსი ძმა, რომელიც ასევე მოჭიდავეა და მის სპორტულ აღზრდაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი (ერთ-ერთ ფოტოში ჩანს ჯიმის ძმაც გიორგი ჭინჭარაული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად)აქედან გამომდინარე მომავალში შესაძლებელია უკვე ორივე ძმის მიღწევებზეც დავწეროთ სტატიები.



რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით დავუკავშირდი ჯიმის და გთავაზებთ მასთან ინტერვიუს:


-ჯიმი, რამდენადაც ვიცი ჭიდაობაზე ხუთი წლის მიხვედი და მას მერე აქტიურად აგრძელებ ვარჯიშს, რაზეა დაფუძნებული შენი ასეთი მოტივაცია?


-კი, ნამდვილად ასეა, ხუთი წლის მიმიყვანეს მშობლებმა ჭიდაობაზე, თუმცა მაშინ პატარა ვიყავი და კარგად ვერ ვაცნობიერებდი თუ რამხელა ასპარეზისაკენ მეხსნებოდა გზა...რა თქმა უნდა, პატარა ბავშვი ამას ვერ გააცნობიერებს თუ არ გამოუჩნდა მას მოტივაციის წყარო, ეს წყარო კი ჩემი ოჯახი და მწვრთნელი იყო, ისინი არ მაძლევდნენ რეჟიმიდან ამოვარდნის საშუალებას.


-გასაგებია, ისიც ვიცითმ რომ უკვე არა ერთი წარმატებული ნაბიჯი გაქვს გადადგმული, სამომავლოდ რა გეგმები გაქვს სპორტის მხრივ?

-სამომავლოდ ასე დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა ჩემი ცხოვრების აზრი და მიზანი ჭიდაობაა და აქედან გამომდინარე, თავს არ დავზოგავ, რომ გულშემატკივრები ჩემით კმაყოფილები იყვნენ.


-რა რჩევას მისცემდით პატარა ასაკის დამწყებ სპორტსმენებს?


-ალბათმ ვურჩევდი რომ არაფრის და არავის გამო დაიხიონ უკან და აუცილებლად იარონ მხოლოდ წინ მიზნისაკენ დასახულ გზაზე, რაც არ უნდა მოხდეს, არაფერზე გაამახვილონ ყურადღება გარდა საკუთარი მიზნებისა.
- შენს პირად ცხოვრებაში ხომ არ ხდება რაიმე საინტერესო? ალბათ, ბევრი გულშემატკივარი გოგონა გყავს.


- ჯერჯერობით პირად ურთიერთობებზე სერიოზულად არ ვფიქრობ, რადგან ჯერ 19 წლის ვარ და წინ მთელი ცხოვრება მაქვს. ჯერ მინდა, რომ სპორტში ამოვწურო ჩემი თავი და შემდეგ ეტაპზე ვიფიქრებ პირად ურთიერთობებზე.
-ასევე მაინტერესებს რამდენად კარგი “შეგირდია'' შენი ძმა, ასრულებს თუ არა შენს მითითებებს?


-დიახ, ჩემს ძმაზეც მაქვს გარკვეული იმედები დამყარებული და თავს არ ვზოგავ მის წარმატებულ სპორტსმენად დადგომაში წვლილის შეტანისათვის. რა თქმა უნდა, მისი მიზნებიც სპორტს უკავშირდება თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის კარგად უკრავს ფანდურზე, მღერის ხალხურ სიმღერებს, არის ზოგადად ნიჭიერი ბავშვი და აქედან გამომდინარე მთელი ოჯახი ვუწყობთ ხელს, რომ ვარჯიშმა სწავლას არ მოწყვიტოს და ყველანაირად ვაძლევთ სწავლის მოტივაციას, ამიტომ როგორც მოჭიდავე ასევე ნიჭიერი მოსწავლეცაა.


-თუ ხდება ხოლმე თქვენს შორის რაიმე უთანხმოება, ძირითადად რაზე კამათობთ ხოლმე?


-სერიოზულად არაფერზე, თუმცა ზოგჯერ ვბრაზდები იმ ფაქტზე რომ ბოლომდე არ აქვს თავი ამოწურული სკოლაში და უფრო მეტი მინდა ისწავლოს, ყველაფერს უცებ იმახსოვრებს, მართლაც რომ ნიჭიერია, მაგრამ რატომღაც კიდევ უფრო მეტს ველი და კატეგორიულად მოვითხოვ მისგან, რომ როგორც ვარჯიშზე, ასევე სწავლაზეც ასი პროცენტით იყოს ორიენტირებული.


-საქართველოში რამდენად ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას თქვენი ასეთი რეჟიმიდან გამომდინარე?


image


-საქართველოში ძირითადად ზაფხულობით ჩამოვდივართ, თუმცა არა დასასვენებლად.


-რას გულისხმობ?


-საქართველოშიც ისეთივე დატვირთვით ვვარჯიშობთ, როგორც აქ, იტალიაში. გორში უძლიერესი მწვრთნელები არიან და ვამაყობ, რომ მათი აღზრდილი ვარ. აქედან გამომდინარე არ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ საქართველოში ვიყო და არ ვივარჯიშო ასეთი გამორჩეული მწვრთნელების გარემოცვაში.


-დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე და წარმატებებს გისურვებ მომავალში.
-მადლობა თქვენ.





0
240
შეფასება არ არის
ავტორი:ჭინჭარაული
ჭინჭარაული
240