x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იაკუტიის მცხოვრები მამაკაცი 715 740 რუბლს მიიღებს ტყეში ნაპოვნი და ჩაბარებული ვაზნების სანაცვლოდ

image რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი იაკუტიაში მცხოვრები 39-წლის მამაკაცი რუსეთის გვარდიისაგან მიიღებს 715 740 ათას რუბლს დიდი რაოდენობის ვაზნების ნებაყოფლობით ჩაბარების გამო-იუწყება რუსეთის გვარდიის იაკუტიის სამმართველოს პრეს-სამსახური.
საკმაოდ სოლიდურ თანხას მამაკაცი მიიღებს ნებაყოფლობით ჩაბარებული 47 000 ვაზნის გამო.
ტყეში სანადიროდ წასული მამაკაცი სრულიად მოულოდნელად გადაეყარა ყუთების დიდ რაოდენობას, გახსნა ერთი ყუთი, რომელშიც დიდი რაოდენობით ვაზნები აღმოჩნდა. მამაკაცმა ადგილობრივ ძალოვან უწყებას შეატყობინა ნანახის შესახებ, რომლებიც დაუყოვნებლივ მივიდნენ მითითებულ ადგილზე. ყუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყუთები სავსე იყო სპეციალურად წყალგაუმტარ კოლოფებში ჩალაგებული 5, 6მმ და 8, 2მმ კალიბრის ვაზნებით. ვაზნები ნაპოვნი იქნა ნამსკისა და კობიაისკის ულუსების სანადირო ძველისძველ სანახევროდ დანგრეულ მონადირეთა ქოხში. როსგვარდიის პრეს-სამსახურის განცხადებით ვაზნების ნებაყოფლობით ჩამბარებელი მამაკაცი 715 740 რუბლს მიიღებს წელსვე.
გთავაზობთ მონადირის მიერ ნაპოვნ ვაზნებს და მათი შესანახი ყუთების სურათების კოლაჟს.
imageimageimage












0
515
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0