x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ჩემს ჯანმრთელობას"-თამუნა მუსერიძეს სოციალურ ქსელში ემუქრებიან
თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში პირად მიმოწერას ასაჯაროვებს, სადაც უცნობი პიროვნება მუქარის შემცველ ტექტებს წერს. მესიჯების შინაარსიდან ირკვევა, რომ თამუნა მუსერიძეს მეგი გოცირიძის ფოტოს წაშლას სთხოვენ, რომელიც თავის პირად გვერდზე გააზიარა. როგორც ჩანს თამუნა ზედმეტ პრობლემებსა და ნერვიულობას მოერიდა და ფოტო წაშალა.

image

ტელეწამყვანი ფეხმძიმედაა და რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში ყოფნაც მოუწია, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

უცნობია რა ზომებს მიმართავს თამუნა ამ წერილების შემდეგ და დადგება თუ არა მისი ავტორის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.


თამუნა მუსერიძე კომენტარებში წერს რომ კიბერშეტევისთვის ჩივილს არ გამორიცხავს.


აღნიშნულ კომენტარს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ლუკა ფეიქრიშილი ასეთი ტექსტით ეხმაურება:

"კარგად მომისმინე ეხლა, გაბერილი არავის ჩაუფუშო შენც და მთელმა შენმა მოდგმამ კიდე ზევიდან, ნებისმიერ ცნობილ სახეზეა გაკეთებული სახუმარო ქოუბები, პოლიტიკოსებზე, მომღერლებზე ნუ სელებრითზე და აღნიშნული იუმორისტული ქოუბების კეთებას არნაიარი კანონი არ სჯის და არ გრძალავს თუ უშუალოდ სიცოცხლის მოსპობის თემაზე არ არის საუბარი ან რაიმე ტერორისტული აქტის მოწყობაზე ამიტომაც სანამ კანონში არ ჩაიწერება რო აკრძალულია ქოუბების კეთება იქამდე ფეხები მომჭამეთ შენც, შენმა ჩივილმაც და შენმა პოლიციამაც წიგნი გადაშალე ორი სიტყვა ისწავლე იქნებ მერე გაერკვე ელემენტარულ რაღაცეებში"

"ამბავი არის ასეთი, ქალბატონი მეგის ფოტოს წაშლა მომიწია იმიტომ, რომ გავხდი მუქარის მსხვერპლი. ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ჩემს ჯანმრთელობას გამომდინარე იქიდან, რომ ზედმეტი ნერვიულობა არ შეიძლება. კითხვა მაქვს იურისტებთან. ამ მიმოწერის მერე როგორ მოვიქცე?"-წერს მუსერიძე


1
410
7-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
410
  
2018, 4 ივნისი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1