x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კრის რის კონცერტზე გული წაუვიდა,იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს



imageბრიტანელს მუსიკოსს, მომღერალს და სიმღერების ავტორს კრის რის ოქსფორდში
კონცერტის დროს გული წაუვიდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


როგორც The Guardian-ი იუწყება, New Theatre Oxford-ის სცენაზე გამოსვლის დროს მუსიკოსი მოულოდნელად ცუდად გახდა, ჯერ მიკროფონს წაავლო ხელი, შემდეგ კი ძირს დაეცა, იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.შარშან 66 წლის მუსიკოსმა ინსულტი გადაიტანა.


2017 წელს კრის რი მართავს მსოფლიო ტურნეს სახელწოდებით "Road Songs for Lovers", რომელიც ჩვენ მშობლიურ ქალაქ თბილისზეც გაივლის.გეგმის მიხედვით კრის რიმ 30 დეკემბერს სპორტის სასახლეში უნდა გამართოს კონცერტი.

image


ბრიტანელმა ბლუზ-როკ მუსიკოსმა კრის რიმ განასაკუთრებით დიდ პოპულარობას 80-იანი წლების მეორე ნახევარში და 90-იანი წლების დასაწყისში მიაღწია, როდესაც ზედიზედ გამოდის ისეთი ჰიტები, როგორებიცა Looking For The Summer, Road To Hell, The Blue Cafe და სხვა.



0
35
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0